ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
29/11/2023
სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გპფ სტიპენდიანტებთან ერთად აღნიშნავს

28 ნოემბერს, სოხუმი სახელმწიფო უნივერსიტეტში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი პროექტის „მომავალი პედაგოგი" სტიპენდიანტებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდა. ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ფარგლებში ხელშეკრულებები გაფორმდა იმ წარმატებულ სტუდენტებთან, რომლებმაც გპფ-ს სტიპენდია მოიპოვეს.

პროექტის „მომავალი პედაგოგი" ფარგლებში გასულ კვირაში შეხვედრები გაიმართა ახალციხეში, თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ სტიპენდიანტებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქმიანობას სკოლებში აგრძელებენ. ასევე გაეცნენ იმ წარმატებულ კურსდამთავრებულებს,რომლებიც მასწავლებლის პროფესიით აგრძელებენ საქმიანობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.


წამახალისებელი სასტიპენდიო პროგრამა "მომავალი პედაგოგი" ფონ­დის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2020 წელს დაიწყო და დღეს უკვე შვიდ პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.  მისი მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ჩი­ნოს, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ, ახალ­გაზ­რდებს და პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში შექ­მნას მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სტი­პენ­დი­ის თვი­უ­რი ოდე­ნო­ბა შე­ად­გენს 150 ₾-ს. მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის სტი­პენ­დი­ან­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვად არ­ჩე­ვენ.


პროგ­რა­მის  ფარ­გლებ­ში, სამი წლის მანძილზე ფონდმა უკვე 100-მდე სტუდენტი დააფინანსა. დღეს ფონდს 65 აქტიური სტიპენდიანტი ჰყავს. კურსდამთავრებულთა ნაწილი კი პროფესიით აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა სკოლაში.


სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდის პარტნიორები არიან: გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სახ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ზუგ­დი­დის შოთა მეს­ხი­ას სახ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თე­ლა­ვის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახ. უნივერსიტეტი.


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით "გპფ" მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 40-მდე საგანმანათლებლო პროექტი. "გპფ-ს" ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში თითქმის 4,5 მლნ. ლარს შეადგენს.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 661