ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
სტუდენტი გოგონას ახალი ბრენდი მსოფლიო ბაზარზე გასასველელად ემზადება
მარი გორაშვილი ახალგაზრდა მეწარმეა. სტუდენტი გოგონა წარმოშობით კახეთიდან, სოფელ ველისციხიდანაა. იგი ბავშვობიდან აქტიურადაა ჩართული ვენახის მოვლასა და სოფლის მეურნეობაში. მარი, ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან ცდილობდა ესწავლა ვენახის მოვლა და ღვინის კულტურა.
„როგორც ყველა კახელი ადამიანი მეც მეტნაკლებად ვერკვეოდი ვენახის სპეციფიკაში, ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი თუ რა ინტერესი შეიძლება გამჩენოდა სამომავლოდ. ვენახთან ურთიერთობა მართლაც რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და პაპისა და მამის საქმიანობას გულდასმით ვაკვირდებოდი“ - ამბობს დამწყები მეღვინე.
გოგონამ სკოლის ასაკშივე გადაწყვიტა წვლილი შეეტანა ოჯახურ ბიზნესში და ოჯახის მიერ წარმოებული ღვინის დაბრენდვა და ბაზარზე გატანა გადაწყვიტა. „ღვინის წარმოების მრავალწლიანი ტრადიციაა ჩემს ოჯახში, მაგრამ ჩემთან მხოლოდ, დასალევი ღვინო კეთდებოდა, ხოლო ყურძნის დანარჩენ ნაწილს ყრიდნენ, რაც არ მომწონდა, ამიტომ გადავწყვიტე, სწორედ ამ ყურძნისგან შემექმნა ბრენდი, რომელსაც გავაცნობდი ჯერ ქართველ, შემდეგ კი - მსოფლიო საზოგადოებას“ - საუბრობს მარი გორაშვილი.
სწორედ ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად მარიმ ახალ ბრენდზე - „მარი’ს ღვინოზე“ დაიწყო მუშაობა. მიზნის მისაღწევად მარიმ გადაწყვიტა თეორიული ცოდნაც მიეღო და სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა. იდეაზე მუშაობის დროს დამწყები მეწარმე ცდილობდა მაქსიმალური ცოდნა მიეღო მეწარმეობის კუთხითაც და გასულ წელს პროექტ Yes-Georgia-ს ფარგლებში შექმნილ ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის’’ სტუდენტიც გახდა, სადაც მას საშუალება მიეცა უკეთ დაეხვეწა საკუთარი ბიზნეს იდეა და მეწარმისთვის საჭირო უნარ-ჩვევა და გამოცდილება შეეძინა. სწორედ ამ სკოლაში სწავლისას დაებადა მარის იდეა საკუთარი ღვინის წარმოება დაეწყო.
დღეს მარი გორაშვილი, საკუთარი ვენახებიდან მიღებულ ყურძნიდან ღვინო - “მარი’ს ღვინოს” აწარმოებს. წელს იგი წარმოების გაფართოებასაც გეგმავს და ახალ იდეებზეც მუშაობს.
‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. განაცხადების მიიღება უკვე დაწყებულია და იგი შემდეგ 7 ქალაქში მიმდინარეობს: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი.
ორგანიზაციის შესახებ
ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მეწარმეთა სკოლამ უკვე მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. გასული სამი ეტაპის შედეგად ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ არამხოლოდ შეესწავლათ მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, არამედ პრაქტიკაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი დაფინანსებაც მიეღოთ საკუთარი სტარტაპის განსახორციელებლად. დღეს პროექტი ათობით ახალგაზრდა მეწარმესა და სტარტაპერს აერთიანებს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი საკუთარ ბიზნეს საქმიანობას.
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).
წაკითხულია: 8090