ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/04/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ტექნიკური დახმარება პროფესიული განათლების გაძლიერებისთვის

2018 წლის 25 აპრილს, 15:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, (მის: კოსტავას ქ. N14) ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ტექნიკური დახმარების კომპონენტის განხორციელების შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
კონფერენციაზე „ტექნიკური დახმარება პროფესიული განათლების სექტორის გაძლიერებისთვის“ განხილული იქნება ის გაწეული სამუშაოები და ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სააგენტოებს 2015-2018 წლებში წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით წარმატებით განხორციელდა.
ღონისძიებას გახსნიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის სააგენტოებს (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) ტექნიკური დახმარება შემდეგ კომპონენტებში განხორციელდა:
• საჯარო-კერძო პარტნიორობის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში;
• პროფესიული განათლების ხარისხის და იმიჯის გაუმჯობესება;
• სწავლა სიცოცხლის მანძილზე და ზრდასრულთა სწავლებისშესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა.
ორგანიზაციის შესახებ
პროექტის „პროფესიული განთლება ეკონომიკის გაძლიერებისთვის“ ტექნიკური დახმარების კომპონენტის მთავარი მიზანი ქვეყანაში დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაა.
წაკითხულია: 3259