ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
26/11/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფმა პროფესორ დენის ვილკოქსს უმასპინძლა
გასულ კვირას, თბილისში, პიარ სააგენტო "ფაბლისითი ჯგუფის" ორგანიზებით ამერიკელი პროფესორის დენის ვილკოქსის ლექცია-სემინარი და არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა და მას პიარ კლუბის წევრები ესწრებოდნენ. პროფესორმა სტრატრგიულ კომუნიკაციებში არსებულ გლობალურ ტრენდებზე ისაუბრა და სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.
„ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის შემდეგ ისევ ვსტუმრობ საქართველოს და ისევ ვხვდები პიარ კლუბის წევრებს. ვფიქრობ ასეთი ტიპის შეხვედრები, იდეებისა და აზრების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი პაირ პრაქტირკოსებისთვის. მოხარული ვარ რომ წლებია აქტიურად ვთანამშრომლობ პიარ სააგენტო ფაბლისითი ჯგუფთან, რომელიც ჩემი ამ შეხვედრის მასპინძელიცაა“- განაცხადა შეხვედრამდე ბატონმა დენისმა.
დოქტორი დენის ვილკოქსი არის 8 წიგნის ავტორი. წლების განმავლობაში ის იყო აშშ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობების საზოგადოების განათლების აკადემიის თავმჯდომარე, ამავე საზოგადოების ბორდის წევრი და ჟურნალისტიკისა და მას კომუნიკაციის განათლების ასოციაციის პიარ მიმართულების ხელმძღვანელი. ამჟამად ის არის საზოგადოებასთან ურთიერთობების საერთაშორისიო ასოციაციის, სან-ფრანცისკოს საზოგადოებასთან ურთიერთობების მრგავლი მაგიდის და არტურ პეიჯის საზოგადოების წევრი. მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო სხვადასხვა ნომინაციებში, მათ შორის დარგის „გამორჩეული განმანათლებელი“, აშშ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობების საზოგადოებისგან.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 3286