ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/06/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ქართველი ახალგზარდა სპორტულ-კომპიუტერული ტურნირების გამარჯვებულია
სამხრეთ კორეაში მსოფლიოში ცნობილი და ნომერ პირველ თამაშად აღიარებულ სპორტულ-კომპიუტერული თამაშ LOL-ის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართველმა ახალგაზრდებმაც მიიღეს და საკმაოდ წარმატებული შედეგიც აჩვენეს.
ფინალურ ეტაპზე გუნდთან ერთად მეათე კლასელი მოსწავლე ნიკოლოზ ჩხაიძეც ასპარეზობდა. ნიკა სკოლა-ლიცეუმ სხივის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა. იგი რამოდენიმე ენას ფლობს და არაერთი ტურნირისა და ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა. LOL-ის ტურნირის შემდეგ ნიკა ტაივანში დაგეგმილ ტურნირში აპირებს ასპარეზობას, სადაც lesf-ის ჩემპიონატი გაიმართება.
ნიკა ბავშვობიდან კალათბურთით იყო გატაცებული და წარმატებული კარიერის გაგრძელებას ამერიკაშიც გეგმავდა, თუმცა მიღებული ტრამვის შემდეგ აქტიურ სპორტზე უარის თქმა მოუწია და აზარტული კალათბურთი ასევე აზარტული ვირტუალური სპორტით ჩაანაცვლა. სკოლა-ლიცეუმ სხივის მოსწავლემ აქაც საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველობა მოიპოვა საქართველოში ჩატარებულ ტურნირებზე. კორეაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონანტზე ნიკას ბრძოლა მოუწია მსოფლიოს ცნობილ ვარსკვლავებთან. ვირტუალური სპორტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჩემპიონატზე საქართველოს სახელი პირველად გაჟღერდა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე ქვეყნის.
„LOL ( league of legend), რომელსაც სამხრეთ კორეაში რაინდების ბრძოლას ეძახიან, ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რთული სპორტულ-კომპიუტერული თამაშია და მსოფლიო ტურნირში მოხვედრა და ასპარეზობა საკმაოდ რთული პროცესია. მიხარია, რომ მე და ჩემს მეგობრებს მოგვიწია ამ ჩემპიონატში მონაწილეობა და საკუთარი ძალების მოსინჯვა. ამ ეტაპზე კი უკვე ახალი გამოწვევებისთვის და ტაივანის ჩემპიონატისთვის ვემზადებით“. - განაცხადა ნიკა ჩხაიძემ.

ნიკა დღეს უკვე ახალი ტურნირებისთვის ემზადება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რამოდენიმე საინტერესო ტურნირი მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში, სადაც ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე კიდევ ერთხელ ეცდება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინებას.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2540