ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/08/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ქართველი მოსწავლეები ID Tech Camp-ის რობოტიკის ბანაკში
2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილზე გასული გუნდმა Motion 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით კალიფორნიაში იმყოფებოდა.
ვლ.კომაროვის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლელა ხოხიაშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, იაკობ რიგვავა და გიორგი ჩხაიძე ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ ID Tech Camp-ის რობოტიკის ბანაკში, სტენფორდის უნივერსიტეტში.
ID Tech მსოფლიოს #1 STEM ბანაკების ქსელია, სადაც, წელს პირველად, მონაწილეობდნენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოდან. ბანაკის ფარგლებში მოსწავლეები ჩართული იყვნენ ისეთი აქტივობებში, როგორებიცაა კოზმოსა და ლეგოს ასაწყობი სათამაშოების საშუალებით ხელოვნური ინტელექტის, რობოტექნიკისა და პითონის კოდირება. ასევე, მაინკრაფტის საშუალებით თამაშის დიზაინის შექმნა, იუთუბის ვიდეოს შექმნა გეიმქასთინგითა და სპეციალური ეფექტების საშუალებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება კიბერუსაფრთხოებასა და კოდირებაზე.
გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, ქართველმა მოსწავლეებმა უცხოელ თანატოლებთან ერთად კოდირების ენის, VEX C++-ის გამოყენებით გუნდურად ააწყვეს და გამოსცადეს კომპლექსური, მომავალი თაობის რობოტები, რომელსაც მრავალი გამოწვევის გადალახვა შეუძლია, როგორებიცაა ლაბირითებში ნავიგაცია, რობოტის მიერ სხვადასხვა ნივთების თავმოყრა და მათი გადაადგილება და სხვ.
პროგრამის ბოლოს მოსწავლეებს ID Tech დიპლომებთან ერთად გადაეცათ პროექტის ფაილები, რობოტების შეჯიბრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები და კურსის ტრანსკრიფციები.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2471