ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/12/2018
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე სოციალური კამპანია „ემეგობრე“-ს პრეზენტაცია იმართება
20 დეკემბერს, 16:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ სოციალური კამპანია „ემეგობრე“-ს პრეზენტაციას მართავს.
საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. UNICEF-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველი საზოგადოება არ იცნობს ბავშვების რეალურ პრობლემებს და შესაბამისად მათ მიერ გამოწვდილ ხელზე არასწორად რეაგირებს. აქედან გამომდინარე კამპანიამ მიზნად დაისახა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიუსაფარი ბავშვების რეალურ პრობლემების შესახებ და აქტიური, კრიტიკული მსჯელობის ინიცირება თემაზე: უნდა მივცეთ თუ არა მიუსაფარ ბავშვს ფული?
პრეზენტაციისას, თანასწორგანმანათლებლები მოყვებიან საკუთარ ისტორიებსა და ისაუბრებენ მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაზე. ასევე, იმართება სოციალური ვიდეო-კლიპის პრეზენტაცია და მიუსაფარი ბავშვების მიერ მომზადებული პერფორმანსის - სახელწოდებით „ჩვენი უფლებაა“ დემონსტრაცია. პარალელურ რეჟიმში გამოფენილი იქნება ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები.
ღონისძიებაზე მიუსაფარ ბავშვების პრობლემატიკაზე ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები: გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში - ბ-ნი ღასან ხალილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი - ქ-ნი ნინო ოდიშარია; საქართველოს კარიტასის დირექტორი - ანაჰით მხოიანი; საქართველოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის მენეჯერი - ქ-ნი თამარ შარაშიძე.
ორგანიზაციის შესახებ
კამპანია #ემეგობრე ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა აქციები (მეტი ინფორმაცია: www.facebook.com/ემეგობრე • Be a Friend). ვრცლად 20 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მიმაგრებულ დღის წესრიგს.
www.facebook.com/ემეგობრე • Be a Friend
www.emegobre/caritas.ge
საკონტაქტო ინფორმაცია: სოფიო ფოცხვერაშვილი, ბავშვთა პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასისტენტი
მობ. (+995) 599 03 03 40
ელ-ფოსტა: sofio.fotskhverashvili@caritas.ge
მისამართი: თ. ერისთავის ქუჩა 2დ, 0183 თბილისი
წაკითხულია: 1781