ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/10/2020
ღვინო სი’ – 22 წლის მეღვინე ლაგოდეხიდან
მარიამ მიროტაძე ახალგაზრდა მეწარმე გოგონაა კახეთიდან. წარმატებულმა ახალგაზრდამ წელს მაგისტრატურა სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით დაამთავრა და პროფესიითაც აპირებდა საქმიანობის გაგრძელებას, მაგრამ მამის მიერ გაკეთებულმა საჩუქარმა მარიამის ცხოვრება და მიზნები რადიკალურად შეცვალა. 20 წლის ასაკში, სტუდენტობის პერიოდში, მამამ ლაგოდეხში საკმაოდ დიდ ფართობზე გაშენებული ვენახი აჩუქა. თავიდან მარიამი იმის ფიქრსა განსჯაში იყო, თუ როგორ შეძლებდა ვენახის მოვლას და იყო თუ არა მეწარმეობა მისი საქმე, თუ საკუთარი პროფესიით ემუშავა.

ერთი წლის შემდეგ მარიამმა გადაწყვიტა საკუთარი საოჯახო ღვინი დაეყენებინა და წარმოებას გაძღოლოდა. გოგონამ ლაგოდეხში დაბრუნება და ღვინო Si' • სი'-ს წარმოება დაიწყო.
დღეს მარიამს ერთ-ერთი წარმატებული მეწარმეა კახეთში, რომელიც 6 ჰექტარზე გაშენებულ რქაწითელსა და საფერავის ჯიშის ყურძენს უვლის და საკუთარი ღვინის წარმოება აქვს.
„22 წლის ასაკში უკვე ჩემი საკუთარი ღვინო მაქვს. ღვინის სახელზეც ბევრი ვიფიქრე. სი’ყვარული, სი’მშვიდე, სი’ლაღე, სი’გიჟე, სი’მამაცე, სი’ნატიფე, სი’მსუბუქე, სი’მარტოვე, სი’ამოვნება, სი’მარტივე, სი’თბო, ან იქნებ სი’მთვრალე?! სი’ არის ის, რაც ყველასია და ყველასშია; მჯერა, რომ ბოთლებზე დაწერილ სხვადასხვა სი'-ში, ადამიანები თავიანთ სი'-ს აუცილებლად იპოვიან და მალე ი'სი'ამოვნებენ ჩემი ღვინით,“ - ამბობს ღვინო სი-ს მფლობელი.
მარიამი ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად USAID YES-Georgia-ს პროექტის კომპონენტ buzz Georgia-ში ჩაერთო, რომელიც ახალგაზრდა მეწარმისთვის განსაკუთრებული მოტივატორი გახდა.
„ერთი წლის წინ სრულიად მარტო შევეჭიდე ამ ამბავს, ამ დროის მანძილზე მუდმივი ძიების პროცესში ვიყავი და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე და შევხვდი #ბაზ-ჯორჯიას არაჩვეულებრივ გუნდს, რომლებმაც ყველაზე მთვარი- საკუთარი თავის რწმენა და მოტივაცია შემმატეს. მიღებული თეორიული ცოდნა კი ჩემი ღვინის სწორ მენეჯმენტში მეხმარება,"- ამბობს მეღვინე გოგონა.

Buzz Georgia USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (YES-Georgia)“ კომპონენტია. YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.

მარიამ მიროტაძე მიზნად ისახავს მიღებული გამოცდილება და საკუთარი წარმატების ისტორია რაც შეიძლება მეტ ქალს გაუზიაროს. ახალგაზრდა მეწარმის მიზანია მისი ღვინო არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გახდეს პოპულარული, არამედ ექსპორტზეც გაიტანოს.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1514