ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/01/2018
შეხვედრა ღვინის მწარმოებლებთან
მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა.
სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ შეხვედრაზე, ზემოთ აღნიშნულ სიახლესთან ერთად, ასევე განხილული იყო „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესში“ ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანი პროდუციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა.
„ელექტრონული სისტემის დანერგვით, გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები, მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში მოსვლა. მას შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოვიდეს სააგენტოში. რაც შეეხება სერტიფიცირების წესში დაგეგმილ ცვლილებებს, კომპანიები ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რომ მოხდეს ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფა. მთავრობა და კერძო სექტორი თანხმდება, რომ დაბალხარისხიანი ან უხარისხო ღვინო საქართველოში არ უნდა იწარმოებოდეს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2771