ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
შინმოვლის თემაზე მომუშავე გუნდი კინესთეტიკის მეთოდებს ეუფლება
2018 წლის 1-11 ოქტომბერს, საქართველოს კარიტასის პროექტის „შინმოვლის განვითარება საქართველოში“ 21 თანამშრომელს კინესთეტიკის ტრენინგი უტარდება.

ტრენინგს ატარებენ რუმინეთის კინესთეტიკის ასოციაციის ტრენერები - რუმინეთის, კარიტას ალბა იულიას დირექტორი ბ-ნი ანდრაშ მარტონი და სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორი ბ-ნი პეტერ გიორგი, ხოლო საქართველოს კინესთეტიკის ასოციაციის პრეზიდენტი შუქია ჭინჭარაული დახმარებას უწევს მოწვეულ ტრენერებს.
აღნიშნული ტრენინგის მიზანია საქართველოს კარიტასის შინმოვლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მომავალში კინესტეტიკის ტრენერების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ ცოდნის გავრცელებას საქართველოში. ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ, რუმინეთის კინესთეტიკის ასოციაციისგან შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
კინესთეტიკას, რომელიც არის მოძრაობის ხელოვნება, აქვს პრაქტიკული გამოყენება ზრუნვის სფერო დაკარგული უნარების აღსადგენად.
„მოძრაობის ხელოვნების შესწავლა და საკუთარი სხეულის შეცნობა პირველ რიგში აუცილებელია მათთვის, ვინც ზრუნვის სფეროშია ჩართული. როდესაც მათ ეცოდინებათ სხეულის მოძრაობის ერთგვარი ენა, ეს აუცილებლად დაეხმარება ზრუნვის სფეროში დასაქმებულ პერსონალს იმაში, რომ უფრო კვალიფიციურად, უფრო ეფექტურად და უფრო სწორად მოუარონ ბენეფიციარებს. ეს ტრენინგები სწორედ ამას შეუწყობს ხელს და მოხარული ვარ, რომ ქართველი სპეციალისტები კინესთეტიკით ძალიან დაინტერესებულები არიან“ - განაცხადა ბატონმა ანდრაშ მარტონმა.
ორგანიზაციის შესახებ
კინესთეტიკის თემაზე ტრენინგები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
წაკითხულია: 2251