ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/03/2021
შუახევში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მოქალაქეს, მრგვალი მორის გადამმუშავებელი სახერხი საამქრო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარი და ხე-ტყე დალუქეს.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 824