ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
07/11/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი გამოვლინდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი გაიმართა. პროექტის ფარგლებში 8 გამარჯვებული გამოვლინდა.
"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017"-ის ნომინაციაში "წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი" გამარჯვებული ინეზი პარუნაშვილი გახდა.
ინეზი პარუნაშვილი მუშაობს სსიპ პროფესიულ კოლეჯში „მოდუსი“ და მისი სწავლების საგანი მოიცავს ძრავის შემკეთებლის და სავალი ნაწილის ტექნიკოსის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. 2006 წლიდან დღემდე ეწევა აქტიურ პროფესიულ შემოქმედებით მოღვაწეობას. მას აქვს34 წლის პედაგოგიური გამოცდილება. მისი სამუშაო სტრატეგიის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარება. პროფესიული პედაგოგი აქტიურად იყენებს სწავლების მეთოდს: დაგეგმე, განახორციელე და შეამოწმე.
ინეზი აქტიურად არის ჩართული ახალი, ინოვაციური მეთოდის, კერძოდ, დისტანციური სწავლების მეთოდის პილოტირებაში. იგი არის „ავტომექანიკოსის“ დისტანციური სასწავლო კურსის წამყვანი პროფესიული მასწავლებელი, რომელიც მიმდინარეობს პროფესიული კოლეჯი „მოდუსის“ მიერ საგრანტო პროექტის ფარგლებში, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული სასწავლო კომპონენტის ინტეგრირებულად განხორციელების მიზნით.

მისი საქმიანობის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს უწყვეტი პროფესიული განვითარება. წარმატებულ პედაგოგს გავლილი აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ტრენინგ-კურსი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ქალბატონი ინეზი აქტიურ და წარმატებულ პედაგოგიურ მოღავწეობას ეწევა და მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ახალგაზრდებსა და მათ მშობლებში.
პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება.
ორგანიზაციის შესახებ
პროექტის მხარდამჭერია ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი.
დაჯილდოება „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში ჩატარდა. იგი წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
წაკითხულია: 3933