ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
18/10/2018
“Mastercard”-მა და „უნიფეი“-მ ერთობლივი აქცია დაიწყეს
8 ოქტომბრიდან “Mastercard”-მა და „უნიფეი“-მ ერთობლივი აქცია დაიწყეს: „მარტივი გადახდით მიიღო უამრავი საჩუქარი - შეუფასებელია”. აქცია 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება - 2018 წლის 8 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან - 2018 წლის 18 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით). კამპანია ტარდება 2 ნაწილად: ყოველკვირეულად გამოვლინდება 10 გამარჯვებული, ხოლო აქციის ბოლოს მთავარი პრიზების მფლობელების ვინაობა გახდება ცნობილი.
ყოველკვირეული გათამაშების პრინციპი შემდეგია: ის 10 მომხმარებელი, რომლებიც UniPAY-ის ელექტრონულ საფულეზე მიბმული Mastercard ბარათით გადაიხდიან ან გადარიცხავენ თანხას (მინიმუმ 1 ლარის ოდენობით), დასაჩუქრდებიან ყოველკვირეული პრიზებით. გამარჯვებული მომხმარებელი 4 ვარიანტიდან თავად ირჩევს საჩუქარს:
• Spotify Premium- 1 თვიანი პაკეტი;
• iTunes -ის 10 დოლარის ექვივალენტის სასაჩუქრე ბარათი;
• Steam-ის 10 დოლარის ექვივალენტი ბალანსზე;
• 20 ლარის ქეშბექი.
ყოველკვირეულ გათამაშებაში მონაწილეთა ტრანზაქციების რაოდენობის ათვლა ყოველ ორშაბათს ახლიდან იწყება.
კამპანიის ბოლოს, 20 ნოემბერს, გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც მთლიანი კამპანიის განმავლობაში დაგროვებული ექნებათ ყველაზე მეტი ტრანზაქცია და მოიგებენ:
• I ადგილი - 5000 ₾
• II ადგილი - 3000 ₾
• III ადგილი - 1500 ₾
უნიფეი მომხმარებლებს გადახდის თანამედროვე, ალტერნატიულ და უსაფრთხო მეთოდს სთავაზობს. საფულიდან შესაძლებელია როგორც კომუნალური გადასახადების გადახდა, ასევე თანხის გადარიცხვა, სხვადასხვა სასაჩუქრე ბარათების შეძენა, ონლაინ შოპინგი და ა.შ.
აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს: www.unipay.com/mastercard
ორგანიზაციის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.unipay.com/mastercard
ტელ: +995322193194
ელ-ფოსტა: nino@unipay.com | lasha@unipay.com
Facebook: https://www.facebook.com/unipay.ge/
Twitter: @unipaygeorgia
LinkedIn: www.linkedin.com/company/unipaycom

წაკითხულია: 3943