ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
“მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე” პოლიტიკოსებიც უერთდებიან
22/09/2016

 

თავისუფალი დემოკრატების სანზონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზეზვა ნაცვლიშვილმა, 22 სექტემბერს შეხვედრები ველო ჯგუფის წევრებთან ერთად ყოფილი კიკვიძის ბაღიდან  დაიწყო და შეუერთდა ინიციატივას #დღემანქანისგარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის უკეთესი ეკოლოგიური და ჯანმრთელი გარემოს პოპულარიზებას  მანქანის ერთი დღით სახლში დატოვების გზით.

 

ზეზვა ნაცვლიშვილი, მისი ოჯახის წევრებთან და ახალგაზრდებთან ერთად ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ და  ქუჩებში მოქალაქეებს ხვდებოდნენ, შედიოდნენ უბნებში, ჩერდებოდნენ სკვერებში და მოქალაქეებს აცნობდნენ ინფორმაციას #დღემანქანისგარეშე“ ინიციატივის და მისი მნიშვნელობის შესახებ.

 

„დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული კვლევები ადასტურებს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე იმდენად მაღალია, რომ ის პირდაპირ კავშირშია თბილისელების ჯამრთელობის პრობლემებთან და სიკვდილიანობასთან. ამიტომ საჭიროა ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაატაროს რიგი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ამ პრობლემის პრევენციას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რიგითი თბილისელების მხარდაჭერაც. დღევანდელი ჩვენი აქციაც, სწორედაც რომ ამ პროცესში, ჩვენი მოკრძალებული წლილია. ამიტომ, მე და ჩემი საარჩევნო შტაბი ვუერთდებით ფეისბუქის ჯგუფ „გული თბილისისთვის“ სამოქალაქო ინიციატივას „#დღემანქანისგარეშე“ და ამ აქციის ორგანიზებას ვაკეთებთ თბილისის ნაძალადევი-სანზონის რაიონში“, ამბობს ზეზვა ნაცვლიშვილი.

 

“მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბევრ ქალაქში აღინიშნება. ამ დროს, მოქალაქეები, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად უფრო მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებებს გამოიყენებენ. 2016 წელს ამ ღონისძიებაში ოფიციალურად 2345 ქალაქი ჩაერთო. თბილისი, როგორც მონაწილე ქალაქი ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული ამ ქალაქების ჩამონათვალში. თუმცა, ამ დღის აღნიშვნა შესაძლებელი გახდა სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებითა და თბილისელების აქტიური ჩართულობით. 

 

   

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
T: 599 99 11 58
fb.com/natsvlishvili.zezva  

 

წაკითხულია: 5390