ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„აზდაკის ბაღი“ - ინტეგრირებული თეატრის წარმოდგენა
20 დეკემბერს 19:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, გაიმართება მიუზიკლის „სამგროშიანი ოპერა“ პრემიერა. ბერტოლტ ბრეხტის ნაწარმოების მიხედვით დადგმული მიუზიკლი წარმოადგენს ინკლუზიური ცეკვის, სიმღერისა და სამსახიობო ოსტატობის სინთეზს. მიუზიკლი უპრეცენდენტოა მსოფლიოს მასშტაბით და იგი აერთიანებს როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობს.
მიუზიკლის რეჟისორია: ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი; ქორეოგრაფი: გიორგი ღონღაძე; კომპოზიტორი: თამარ ჟორდანია; მხატვარი: ბარბარა ასლამაზიშვილი, თათია კევლიშვილი; მხატვარ/დეკორატორი: ზვიად ნადირაშვილი; სპექტაკლში მონაწილეობენ: ზურაბ ინგოროყვა, ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი, ვანო ხმალაძე, ნინო ლეჟავა, მარიამ ალღუთაშვილი, თამარ ლორთქიფანიძე, ბესო მეგრელიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, ნიკალა ზაქარიაშვილი, ირაკლი სანაია, სესილი ღვინჯილია, მიხეილ ნიშნიანიძე, ზურაბ შარია, გიორგი ტატიშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, შორენა ივანიშვილი, ლიკა დუაძე, მარიამ ხარძიანი, სალომე მათიაშვილი, ნანი შეთირიშვილი, დიანა დიმიტრაძე, გიგო შიუკაშვილი, ნიკა კახელი, ლევან გოცაძე, ირაკლი მათეშვილი, ლუკა უშვერიძე, გიორგი ოშაყმაშვილი, ლუკა დედვარიანი, მარიამ ლომიძე, ნინო გოგიჩაიშვილი, ელენე მაჭარაშვილი.
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ 2016 წელს დაარსდა, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“ გამგეობის თავმჯოდმარის - ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილის მიერ. დასი ინკლუზიურია და აერთიანებს 20 სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირს (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, თალასემია, ტეტრაპლეგია, ფსიქიკური აშლილობა, მენტალური განვითარების შეფერხება, ეპილეფსია და სხვა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (თბილისი, კაზრეთი, თელავი, მარტყოფი, რუსთავი და სხვა) და თეატრის, კინოს, ოპერისა და პანტომიმის პროფესიონალ მსახიობებს.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შემოქმედებითი კავშირის „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ მხარდაჭერით განხორციელდა.



ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1166