ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
01/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“ ახალი ნაკადის მიღებას იწყებს
‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ 16-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეეძლებათ. განაცხადების მიიღება უკვე დაწყებულია და იგი შემდეგ 7 ქალაქში მიმდინარეობს: თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი.
ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მეწარმეთა სკოლამ უკვე მეოთხე ნაკადის მიღება დაიწყო. გასული სამი ეტაპის შედეგად ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ არამხოლოდ შეესწავლათ მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, არამედ პრაქტიკაში გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი დაფინანსებაც მიეღოთ საკუთარი სტარტაპის განსახორციელებლად. დღეს პროექტი ათობით ახალგაზრდა მეწარმესა და სტარტაპერს აერთიანებს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი საკუთარ ბიზნეს საქმიანობას.
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ითვალისწინებს ორ ეტაპიან სწავლებას. პირველ ეტაპზე მსმენელები შეისწავლიან ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ანალიზისა და გუნდური მუშაობის უნარებს. მეორე ეტაპზე თავად მონაწილეების მიერ მოხდება ბიზნეს პროექტების შექმნა - ბიზნეს-იდეიდან მასშტაბირებად ბიზნეს-მოდელამდე. მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები მიიღებენ დაფინანსებას. (კონკურსის შესახებ: https://goo.gl/9En4aR)
ორგანიზაციის შესახებ:
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 2 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს მასშტაბით გადამზადდა 400-ზე მეტი ახალგაზრდა და დაფინანსდა 35 ბიზნეს-ინიციატივა. მომავალი 2 წლის განმავლობაში კი დაგეგმილია დამატებით 400 ახალგაზრდის გადამზადება და 30 ახალი ბიზნესის დაფინანსება. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად ხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2532