ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
12/03/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში'' საორიენტაციო შეხვედრებს იწყებს

2017 წლის, 13 მარტს 14:00 საათზე, სასტუმრო მუზეუმში ინოვაციური პროექტის - „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’ (YES-Georgia) ფარგლებში გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის’’ მსმენელების ახალ ნაკადთან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის, დუშეთის და მარნეულის სკოლების 50-მდე მონაწილე, რომლებმაც სკოლაში მისაღებ საგანგებო კონკურსში გაიმარჯვეს. ახალგაზრდების დასაქმებასა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარებას ბინზეს სწავლების და ბიზნესს იდეების განვითარების მეშვეობით და ამ იდეების შემდგომ თანადაფინანსებით. პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საინფორმაციო და გაცნობით ხასიათს ატარებს, მიზნად ისახავს პროექტის უკეთ გაცნობას მონაწილე ახალგაზრდებისთვის და შემდგომი გეგმების გაზიარებას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება ჩართულ მხარეებთან ერთად.
‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’ მოსახვედრად კონკურსის შესარჩევი ტური თბილისში და საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, თითოეულში დაგეგმილი იყო მხოლოდ 10 საუკეთესო აპლიკანტის შერჩევა მათთვის საგანგებოდ შექმნილ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აპლიკანტების რაოდენობამ მთელი საქართველოს მასშტაბით მოლოდინს გადააჭარბა (სულ რაოდენობა - 861). ყველაზე მეტი განაცხადი შემოვიდა თბილისში (450 განაცხადი), ამიტომ კონკურსანტთა მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, 10-ის ნაცვლად თბილისში 40 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. სწორედ მათ და დამატებით მარნეულის და დუშეთის მსმენელებს (სადაც ასევე ჩატარდა კონკურსი და გაიმარჯვა 15-მა ახალგაზრდამ) გააცნობენ მომავალი პროგრამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ორგანიზატორები.
მსგავსი ტიპის შეხვედრები შერჩეულ ახალგაზრდებთან საქართველოს 20-სავე მუნიციპალიტეტში შედგება, რის შემდეგაც დაიწყება 2 თვიანი ინტენსიური ტრენინგ კურსები ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რის შემდეგაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ კომისიას წარუდგინონ თავიანთი ბიზნეს გეგმები და მიიღონ თანადაფინანსება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან’’. შარშან ამ პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება მიიღო 10-მა ახალგაზრდამ, რომლებიც უკვე შეუდგნენ თავიანთი სტარტაპების განვითარებას.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 2 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ ბიზნეს კომპანიაშები დაიწყება სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ასევე ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში შეიქმნა. სტაჟირებას 300-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად მოხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.
ორგანიზაციის შესახებ
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით.
წაკითხულია: 1613