ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
04/04/2019
„ბელჰაუსის“ სატვირთო ავტომობილის ცეცხლის გაჩენის გამო "ბელჰაუსის" კლიენტებს სასურველი ავეჯის მისაღებად ლოდინი არ მოუხდებათ
კომპანია „ბელჰაუსი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. საქმე ეხება სოფელ მლეთასთან გაჩენილ ხანძარს. სატვირთო ავტომობილს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, კომპანია „ბელჰაუსის“ ავეჯი გადაჰქონდა. "ბელჰაუსის" ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტვირთი სრულად იყო დაზღვეული და კომპანიის მომხმარებლებს შეკვეთების მიღება მხოლოდ რამდენიმე დღით დაუგვიანდებათ.
„კომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განადგურებული ავეჯის აღრიცხვა. შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ევროპელ მომწოდებლებთან, რათა ბელჰაუსის კლიენტებს სასურველი ავეჯის მისაღებად ლოდინი არ მოუხდეთ,“ -აცხადებს „ბელჰაუსის“ დირექტორი ბაჩო საგანელიძე.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარი სატვირთო გადამზიდავი კომპანიის საკუთრებაა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც. საქმე ცეცხლის წაკიდებით, სხვისი ქონების დაზიანების მუხლით აღიძრა.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2694