ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/06/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„თბილისი არტ-ჰოლში“ გიგი ადამაშვილის სოლო კონცერტი გაიმართება

30 ივნისს, „თბილისის არტ-ჰოლში“ მომღერალ გიგი ადამაშილის სოლო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე მრავალფეროვანი პრგრამაა დაგეგმილი და ახალგაზრდა შემსრულებელიც საათნახევრის განმავლობაში შეასრულებს როგორც უცხოურ, ასევე ქართულ სიმღერებს.
კონცერტის სპეციალური სტუმარი სოფო ნიჟარაძე იქნება. ნიჭიერი მომღერალი სოფო ნიჟარაძესთან ერთად დუეტსაც შეასრულებს. კონცერტზე გიგის აკომპანიმენტს პიანისტი ლევან ჩხაიძე გაუწევს.
„თბილისის „არტ ჰოლიდან“ მივიღეთ მოწვევა, რომ აქ გამეკეთებინა სოლო კონცერტი. ამ დღეს სპეციალური სტუმარი სოფო ნიჟარაძე გვეყოლება, რომელიც იმღერებს კონცერტზე და ეს იქნება თავიდან ბოლომდე ცოცხალი შესრულება. აკომპანიმენტს ლევან ჩხაიძე გამიწევს, გიტარაზე თავად დავუკრავ და ვიმღერებ. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი, სასიამოვნო და კარგი კონცერტი გამოვა, სადაც გაჟღერდება ყველა ის სიმღერა, რომელიც ძალიან უყვარს მსმენელს“, - განაცხადა გიგი ადამაშვილმა.
ახალგაზრდა მომღერლის სოლო კონცერტი "თბილისი არტ-ჰოლში" 30 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება. მსურველებს ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ tkt.ge-ს მეშვეობით
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1633