ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
22/10/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„ლეთა“- ქართული ჯემები ბებიის რეცეპტით ევროპის ბაზრისთვის ემზადება
თამარ ათუაშვილი ახალგაზრდა სტარტაპერია. პროფესიით ფიზიკოსს მიზნად ჰქონდა ზუსტი მეცნიერებები შეესწავლა და მეცნიერი გამხდარიყო. რთულ და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად თამარი სხვადასხვა იდეებზეც მუშაობდა და მოგვიანებით მეგობართან ერთად გადაწყვიტა ჯემებისა და მურაბების წარმოება დაეწყო და საკუთარი შესაძლებლობები ბიზნესშიც მოესინჯა.
„იმ დროისთვის მეცნიერებით ვიყავი დაინტერესებული და თავი მომავალ ფიზიკოსად წარმომედგინა. ერთ საღამოს მე და ჩემმა მეგობარმა, უკვე თანადამფუძნებელმა ლელა ზერეკიძემ, გადავწყვიტეთ ბებიის უგემრიელესი რეცეპტით მომზადებული ჯემები ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო. პირველი ნაბიჯი იყო სოციალურ სივრცეში გვერდის გაკეთება, რომელსაც მაშინ “მურაბა” დავარქვით. გეგმის სახით ჩამოვწერეთ თუ რას ვაპირებდით და დაახლოებით ხარჯები დავიანგარიშეთ. ასე ეტაპობრივად დავიწყეთ საკუთარ იდეაზე მუშაობა„- იხსენებს ახალგაზრდა მეწამრე.
გასულ წელს თამარმა და ლელამ Yes-Goergia-ს “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში” გადაწყვიტეს სწავლის გაგრძელება, რომ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება მიეღოთ ბიზნესის მართვის მიმართულებით.
„მეწარმეთა სკოლაში ჩვენ უამრავი რამ აღმოვაჩინეთ, ვისწავლეთ, შევცვალეთ, დავხვეწეთ. პრაქტიკულად შევძელით დაგვემუშავებინა ჩვენი ბიზნეს იდეა, მიგვეღო შენიშვნები და გამოგვესწორებინა შეცდომები. ამავე პერიოდში გავუკეთეთ ჩვენს პროდუქციას ბრენდირება. ჩვენი საბოლოო მიზანი გამოვკვეთეთ და დღეს ვაწარმებთ ქართულ ნატურალური ხილის ჯემებს და მურაბებს, რომელიც დამზადებულია ბებიის რეცეპტით. პროექტი Yes-Georgia უდიდიესი ტრამპლინი აღმოჩნდა “ლეთას” ჯემებისათვის,” -აღნიშნავენ პროექტის ავტორები.
ამ ეტაპზე ახალგაზრდების საწარმო სახლის პირობებშია განთავსებული, თუმცა ახალგაზრდები სახსრების მოზიდვას და კენკროვან პროდუქტზე აქცენტირებით აპირებენ ბიზნესის გაფართოებას. მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ არც კონკურენციაა დიდი და უნიკალური შეფუთვისა და გემოვნური თვისებების წყალობით ჯემებს და მურაბებს უცხოეთშიც გაიტანენ.

ამ ეტაპზე გოგონებს უკვე აქვთ რამოდენიმე შემოთავაზება და ბებიის რეცეპტით მომზადებულ ნატურალურ პროდუქციას მალე ლიტვის ბაზარზეც გაიტანენ.
ორგანიზაციის შესახებ
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ (Yes-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, სს მისო „კრისტალთან“ და PH International-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შეუერთდა ‘’ჯუნიორ ეჩივმენტი’’ (Junior Achievement in Georgia). პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).
წაკითხულია: 4064