ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„მეტი სიკეთე - ნაკლებია გაჭირვება“
06/06/2016
 
„დახმარება მხოლოდ ფულით არ განისაზღვრება, თქვენთვის ის ზედმეტი ნივთებიც კი, რომელსაც აღარ იყენებთ შესაძლოა  ვიღაცისთვის ძალზედ საჭირო აღმოჩნდეს!“ ამ იდეით ერთიანდება სკოლა ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი”, რომლის ფარგლებშიც იგეგმება საქველმოქმედო კონცერტის მოწყობა. 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სკოლის მოსწავლე-მომღერლები და სკოლის ფოლკლორული ანსამბლი, ასევე ცნობილი მომღერლები და X-FACTOR ის მონაწილეები, შემოსული თანხა გადაერიცხებათ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა დედებს. კონცერტის პარალელურად გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც სკოლის მოსწავლეთა ნახატები, ასევე ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიებაზე გარდა შემოწირულობისა, შეგროვდება საკვები პროდუქტები, სათამაშოები და საყოფაცხოვრებო ნივთებიც. 

„ჩვენი მიზანია ვაკეთოთ სიკეთე, გამოვხატოთ  მადლიერება გარშემო მყოფების მიმართ და სკოლის მოსწავლეებს ადრიდანვე ვასწავლოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სოლიდარობას და სწორ სამოქალაქო თვითშეგნებას. ვფიქრობ, რომ ამ ღონისძიებით ჩვენ შევძლებთ, როგორც თანხების მოზიდვას, ასევე  საკვების შეგროვებას, რითაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს  მცირედით  ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შევუწყობთ ხელს“ - აღნიშნავს სკოლის ადმინისტრაცია.
 

საქველმოქმედო კონცერტი მოეწყობა 10 ივნისს, 14:00 საათზე, სკოლის ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ნუცუბიძის IV  მ/რ, ლაპლაპას ქუჩა #3, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია). 

ინფორმაცია სკოლის შესახებ:

სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“ 22 წლის წინ დაფუძნდა. 1995 წლის სექტემბერში სკოლამ  სწავლა დაიწყო შვიდი მოსწავლით, 14 მოწვეული პედაგოგით და ერთი საკლასო ოთახით. 1996 წლის სექტემბერში მოსწავლეთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. 2008 წლისათვის მოსწავლეთა რაოდენობამ შეადგინა 496, ხოლო პედაგოგებისამ – 68. 2008-2009 სკოლამ სასწავლო წელი  დაიწყო ახლად აშენებულ საკუთარ შენობაში, რომელიც განთავსებულია ლისის ტბის მიმდებარე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მისი სასწავლო ფართი შეადგენს 7000 მ2-ს, ხოლო ინფრასტრუქტურა ითვლის 62 საკლასო ოთახს, სადაც განთავსებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სკოლები. სკოლას აქვს რვა საგნობრივი კაბინეტი: ქიმია, ფიზიკა, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, უცხო ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, ი.ს.ტ.-ის 2 კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, სააქტო დარბაზი, სპორტის დარბაზი, სპორტის ღია მოედანი, საცურაო კომპლექსი, სამედიცინო ცენტრი და სასადილო.

 

 დაკავშირება: 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
მაია ბარბაქაძე, 599881503 / 
 maibarbakadze@gmail.com
ქეთი ხარაიშვილი, 598371415 / 
q.kharaishvili@gmail.com

 

წაკითხულია: 5218