ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/11/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„მრავალფეროვანი საქართველო“ პანკისში
11 ნოემბერს, 14:30 საათზე, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში კულტურული ღონისძიებები ჩატარდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და კულტურის ცენტრში მეცნიერები და ხელოვანები შეხვედრას გამართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან; ადგილობრივი ხელოვანების მონაწილეობით მოეწყობა ქისტური კულტურის გამოფენები, ასევე, სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნი-ალბომის „პანკისი და ქისტები“ პრეზენტაცია
ახმეტის კულტურის ცენტრში ადგილობრივი და პანკისის ხეობის სოფლებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისათვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი გამართავს სპექტაკლს „მგზავრის წერილები“.

--
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1132