ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/05/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“ განათლების თემაზე მრგვალი მაგიდის ონლაინ შეხვედრები გრძელდება
ხვალ, 7 მაისს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის „პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“ მეორე რაუნდი გაიმართება. ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდება და მას 20-მდე ახალი მონაწილე ეყოლება
გპფ-ს ინიციატივის მიზანია თავი მოუყაროს განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს და შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც სფეროს წარმომადგენლები ღიად ისაუბრებენ კორონა ვირუსის შედეგად განათლების სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებზე, ერთობლივად გამოავლენენ შექმნილ პრობლემებს, დასახავენ მათი გადაჭრის გზებსა და მეთოდებს, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად შეამსუბუქებს არსებულ სიტუაციას და განათლების სექტორს საშუალებას მისცემს განაგრძოს უკეთ ფუნქციონირება და განვითარება პანდემიის შედგომ პერიოდშიც. ღონისძიებათა სერია სამ რაუნდადაა დაყოფილი და ჯამში განათლების სექტორში მოქმედ თითქმის ყველა ორგანიზაციასა და ინსტიტუტს მოიცავს.
მრგვალი მაგიდის მეორე რაუნდში, ისევე როგორც პირველ რაუნდში, განათლების სფეროში მოღვაწე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთვება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხედვა და წინადადება შეხვედრაზე წარმოადგინონ და ასევე ასახონ იმ ერთობლივ დოკუმენტში, რომელზეც ფონდმა უკვე დაიწყო მუშაობა მრგვალი მაგიდის მონაწილეებთან ერთად. პროექტის შედეგად, მრგვალი მაგიდის მონაწილეების დახმარებით, მომზადდება დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად იმუშაონ და განახორციელონ ისეთი ახალი პროექტები, რასაც ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას.
პროექტის ინიციატორის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებასა და წინსვლას. გპფ, როგორც საგანმანათლებლო სისტემის გულშემატკივარი, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია ქვეყანაში. ამ ჯერზეც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფონდმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში და ამ სახით გვერდში დაუდგეს ქვეყანას და მის მოსახლეობას. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს სისტემას იმგვარად, რომ მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახონ სწავლა-სწავლების ეს რთული სიტუაცია.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1679