ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
31/10/2017
„პროფესიები მომავლისთვის” - პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” მიმდინარეობს.
კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმიმართა თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ:

„განსაკუთრებით აღსანიშნავია პროფესიული განთლების ხარისხის გაძლიერების პროექტი, რომლის ფარგლებში დღეიდან 45 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა იწყება, რომელიც სრულად პასუხობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის დეფიციტის შევსების სახელმწიფო სტრატეგიას.
მოხარული ვარ, რომ დაინტერესებულ მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა , შეიძინოს თანამედროვე, მომავლის უნარები და პროფესიები. თბილისში მალე იწყება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდება საგანმანთლებლო, შემეცნებითი, ახალგაზრდული ცენტრები და თავისუფალი სივრცეები. შესაბამისად ახალგაზრდებისთვის და მათთვის, ვისაც გსურთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნული პროექტების შესრულებაში, პროფესიული განათლების ახალი პროგრამები მნიშვნელოვანია.“
კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა ჯეისონ გრეგორიმ, სართაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორმა საერთაშირისო კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლისთვის საჭირო უნარ–ჩვევებს ეხება.
„კვლევა მომავლის პროფესიებს ეხება და მისი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალს ახლა გეგმავენ. კვლევამ გამოავლინა მომავლის ტენდენციები, რაც დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა სწორად დაგეგმონ მომავალი, დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს და მიაღწიონ წარმატებას.“

კონფერენციაზე მოწვეული 200-ზე მეტი მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილავს ისეთი პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.
„დღეს ვმართავთ პროფესიულ განათლებაში ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას. 200-ზე მეტი სტუმარი გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან და ვსაურობთ 2030 წლის შრომის ბაზრის გამოწვევებსა და მოთხოვნად პროფესიებზე.“ - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ორგანიზაციის შესახებ
პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
გიორგი კოპალეიშვილი
ბიზნესთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
595-298989 | gkopaleishvili@mcageorgia.ge

თათია ხუბულავა
კომუნიკაციების მენეჯერი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის"
557– 516363| tatia.khubulava@pem-consult.de
წაკითხულია: 2595