ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/05/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის მომსახურებას საგანგებო ვითარებაში აგრძელებს
ახალი კორონავირუსის გავრცელების და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის მომსახურებას არ წყვეტს.
ვინაიდან პროგრამის ბენეფიციარები არიან ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ისინი მიეკუთვნებიან ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე, მომსახურება მიეწოდებათ გადაუდებელი საჭიროების მქონე მარტოხელა ბენეფიციარებს.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ 384 ადამიანზე გასცა ჰიგიენური საშუალებები, 34 ადამიანს დაურიგა საკვები პროდუქტები, ხოლო მედიკამენტი მიეწოდა - 252 ბენეფიციარს.
პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ იქნა შინმოვლის პერსონალის ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გავრცელების პრევენციის გზამკვლევი. გზამკვლევში განსაზღვრულია ის წესები და რეკომენდაციები, რომლებიც პროგრამის სამედიცინო პერსონალმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს უნდა დაიცვას.
სამედიცინო გუნდი დიდი სიფრთხილით იცავს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს და ზრუნავს როგორც პაციენტის, ასევე საკუთარ კეთილდღეობაზე.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1757