ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/09/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
„სელას კვალდაკვალ “
25 სექტემბერს 18:00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ბათუმი ფოტოდღეები 2019-ის დასკვნითი გამოფენა „სელას კვალდაკვალ “ გაიხსნება.
ბათუმი ფოტოდღეები 30 აგვისტოს დაიწყო. ფესტივალის ფარგლებში ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაიხსნა გამოფენები, ჩატარდა ღამის ჩვენებები და კონკურსი ფოტოგრაფებისთვის „ფოტოლაბი“. ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ კონკურსანტები მთელი მსოფლიოდან და საქართველოდან. ფესტივალს სტუმრობდნენ ფრანკფურტისა და სუვონის ფოტო-ფესტივალების დირექტორები, ფოტოგრაფები მსოფლიოს სხვადასხვა ქევყნიდან.
იტალიელი ავტორი მონიკა ელენა და ფოტოგრაფი სალვატორე კოსტა სელას ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანების შთამომავლებს ესტუმრნენ, მათთან ერთად ისხდნენ ქელეხის სუფრაზე, რომელიც სვანური სამგლოვიარო რიტუალის განუყრელი ნაწილია, შემოიარეს სვანეთის მთები, უძველესი ეკლესიები და კოშკები, შორიდან ტკბებოდნენ უშბას ყურებით. გაიცნეს მოხუცები, რომლებსაც სვანეთი არასოდეს დაუტოვებიათ და ახალგაზრდები,
რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მშობლიურ მხარეში დარჩნენ.
„კლიმატის ცვლილება მყინვარებს ადნობს, დრო ჭამს საუკუნოვან ქვის კოშკებს, უამრავი ტურისტი ირევა ამ მთების ფერდობებზე. არის თუ არა სვანეთი ისევ ის, საკუთარ თავში ჩაკეტილი საზოგადოოება, რომელშიც ტრადიციები მართავს ყველაფერს? სელას სვანეთის რა ნაწილია გადარჩენილი 130 წლის შემდეგ?“ - ამ თემებს ეხება გამოფენა „სელას კვალდაკვალ“.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1492