ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/02/2021
„ფინანსური დახმარება, რომელიც თვითიზოლაციაში ყოფნისას გამიწიეს, ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ჩემი ოჯახისთვის“ - ტაქსის მძღოლები პანდემიის პირობებში
ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ, როცა სლოგანი „დარჩი სახლში“ აქტუალური იყო, საქმიანობა არ შეუწყვიტავთ - საკუთარმა პროფესიამ მათ სახლში დარჩენის საშუალება არ მისცა. მუშაობდნენ სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, მუშაობდნენ საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის და ჩვენთვის.
დავით ჟღენტი რუსთავში ცხოვრობს და ტაქსის მძღოლია. მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. პანდემიის მიუხედავად, მუშაობა არ შეუწყვიტავს. თვლის, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, როცა ამ რთულ პერიოდში ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარება.
„რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტსაც კი ერიდებიან, მუშაობა რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით თავიდან, როცა ადამიანებმა არც კი ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ როგორც ამბობენ, „შიში ვერ იხსნის სიკვდილს“. ჩემი სახლში დარჩენა იმ პირობებში, როცა ყველაფერი ჩაკეტილია, ავტომატურად ნიშნავდა ოჯახის შემოსავლის გარეშე დარჩენას. ამიტომ მუშაობა არ შემიწყვიტავს. ვიცავდი დადგენილ ყველა რეგულაციას, ვატარებდი პირბადეს, ვიმუშავებდი ხელებს, მანქანას რეგულარულად ვუკეთებდი დეზინფექციას, სხვა ადამიანების მსგავსად დავდიოდი მარკეტში, აფთიაქში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა, კორონავირუსით ოჯახის წევრისგან დავინფიცირდი“,- აღნიშნავს დავით ჟღენტი.
როგორც იხსენებს, ერთ დღეს, როცა ჩვეულებრივ სამსახურში წასასვლელად, დილის 8 საათზე გაიღვიძა, თავი შეუძლოდ იგრძნო და სიცხეც დაუფიქსირდა. გარშემომყოფებისთვის რომ საფრთხე არ შეექმნა, თვითიზოლაციაში გადავიდა. მოგვიანებით ტესტიც გაიკეთა და დადებითი აღმოჩნდა. დავითმა კოვიდ 19 რთულად გადაიტანა, ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, მას მკურნალობის გაგრძელება კლინიკაში მოუწია, 5 დღე რეანიმაციულ განყოფილებაშიც კი იწვა.
„ვირუსი გამირთულდა ფილტვების ორმხრივი ანთებით, დავმძიმდი და საავადმყოფოში მომიწია დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა, რეანიმაციაშიც ვიყავი 5 დღე“,- აღნიშნავს დავით ჟღენტი.

ახალა როცა მძღოლმა კორონავირუსი დაამარცხა, თავს კარგად გრძნობს და მუშაობას აგრძელებს, თავის გამოცდილებას გვიზიარებს:

როგორც იხსენებს, Yandex Go-ს აპლიკაციაში ჯერ კიდევ 2 წლის წინ დარეგისტრირდა, ის Yandex Go-ს პარტნიორ ტაქსოპარკში მუშაობს. მძღოლების დახმარების ფონდის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა დაინფიცირების დროს არ გახსენებია.
„პანდემია რომ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ მოვიდა ტელეფონზე მესიჯი, რომ Yandex Go ეხმარება იმ მძღოლებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ეს აღარც მახსოვდა მაშინ, როცა თვითიზოლაციაში გადავედი. მოგვიანებით, სამსახურიდან დამირეკეს და შემახსენეს ეს შესაძლებლობა. Yandex Go-მ გამიწია ფინანსური დახმარება. გავგზავნე ფორმა 100, პირადობის მოწმობის და მართვის მოწმობის ასლები, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამირიცხეს თანხა. ძალიან გამიხარდა, ნამდვილად არ მოველოდი ამხელა ყურადღებას. ასეთ დროს თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მადლიერი ვარ მათი. ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს და ყოველთვის ვერ ვახერხებთ დანაზოგის გაკეთებას, ამიტომ ეს თანხა, რომელიც ჩაირიცხა, ძალინ დიდი დახმარება იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა სრულიად ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დავრჩით. ძალიან კარგი და დროული ინიციატივაა, კომპანიის ინფორმაციით ფონდის დახმარებების გაცემა გრძელდება, რადგან ამ რთულ პერიოდში გვჭირდება ყურადღება და ფინანსური დახმარების გაწევა“,-აღნიშნავს დავით ჟღენტი.
საქართველოში კორონა ვირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის Yandex Go-ს ფინანსური მხარდაჭერის ფონდი მოქმედებას 2021 წლის ბოლომდე აგრძელებს.
პროგრამა ვრცელდება ყველა იმ მძღოლზე, რომელიც სერვისთან რეგულარულად მუშაობს და დღეში ორი საათი მაინც ასრულებს შეკვეთებს. ფინანსური დახმარების მისაღებად, მძღოლები უნდა დაუკავშირდნენ მხარდაჭერის სამსახურს, Yandex Go-ს აპლიკაციის საშუალებით.


ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1333