ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/03/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260609 | maiko@publicity.ge
„ცოცხალი საკვები“ - დიაბეტური პროდუქტი მხოლოდ ქართული ნედლეულის გამოყენებით
ქუთაისელმა ახალგზარდებმა, ნიკოლიზ წერეთლის სკოლის მოსწავლე მაიამ ერაძე და მისი მეწყვილე გიორგი ფხაკაძემ კიდევ ერთი უნიკალური პროექტის ავტორები გახდნენ, რომლითაც ახალგაზრდები სულ მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. დიაბეტიკებისთვის შექმნილი სრულიად ახალი და ჯანსაღი პროდუქტი „ცოცხალი საკვები“ უკვე არაერთი პრიზისა და ჯილდოს ავტორია.
მოსწავლეები პროექტ „ცოცხალ საკვებზე“ რემოდენიმე თვე მუშაობდნენ და ხანგრძლივი დაკვირვების, ლაბორატორიული ცდებისა და ანალიზის შემდეგ ინოვაციური პროექტი შესთავაზეს საზოგადოებას. პროექტი უკვე რამოდენიმე კონკურსის გამარჯვებულია და ახალგაზრდები მას მაისი თვეში საერთაშორისო კონკურსზეც წარადგენენ.
დიეტური პროდუქტების შესაქმნელად საქართველოს მდიდარი ბიორესურსებიდან მარიამმა და გიორგიმ მხოლოდ ქართული კულტურები შეარჩიეს“ დაბალგლიკემიური სოიო, ამარანტი , ოსპი და ტოპინამბური . ამარანტი უნიკალურ ნივთიერებას ანტიოქსიდანტ - სკვალენს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრების ხარჯზე. სწორედ ამ განსაკუთრებული ნედლეულის გამოყენებით დაიწყეს ახალგაზრდებმა ხანგრძლივი კვლევები, რომ საბოლოო ჯამში სრულიად ახალი პროდუქტი მიეღოთ. პროექტზე მუშაობისას და მარცვლეულის გაღვივებისასაც მხოლოდ ქართული მინერალური წყალი იქნება შერჩეული. საბოლოოდ აღმოცენებული მარცვლეულის გამოყენებით ნორჩმა მეცნიერებმა შექმნეს საკვები პროდუქტი სოიოს რძის , სოის გამონაწნეხის, მისი სხვა პროდუქტების და პურის სახით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ პურში გლიკემიური ინდექსი 28 ერთეულს შეადგენს,მაშინ როდესაც როდესაც დიაბეტით დაავადებულთათვის მისაღებია 40-ზე დაბალი მაჩვენებელი. საქართველოს ბაზარზე კი ისეთ პურპროდუქტები იწარმოება, რომლის მაჩვენებელიც აღემატება ახალ მაჩვენებელს.
მუშაობის შედეგად, პროექტის ავტორებმა პედაგოგის სოფია ხელმძღვანელობით ქართული კულტურებისა და ნედლეუილის გამოყენებით სრულიად ახალი, ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ე.წ. „ცოცხალი საკვები“ მიიღეს. ამ აღმოჩენისა და კვლევების შედეგად ახალგზარდებმა პროექტი „ცოცხალი საკვები“ რამოდენიმე კონკურსზეც წარადგნიეს. გასულ წელს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე მათ ოქროს მედალი მოიპოვეს, ხოლო ლეონარდო დავინჩის ოლიმპიადაზე ახალგაზრდა მეცნიერები ასევე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ და სულ მალე ისინი ინტექსის ოლიმპიადაშიც მიიღებენ მონაწილეობას.
ორგანიზაციის შესახებ
მარია და გიორგი ერთად სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებზე უკვე რამოდენიმე წელია მუშაობენ. ისინი რამოდენიმე პრიზისა და ჯილდოს მფლობელები არიან.
წაკითხულია: 3351