ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ოფიციალურად აცხადებს მცირე ფერმერებისთვის დახმარების ახალი პროგრამის დაწყების შესახებ
05/12/2009



მედია ანონსი


5 დეკემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის


                                                                                   

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ოფიციალურად აცხადებს მცირე ფერმერებისთვის დახმარების ახალი პროგრამის დაწყების შესახებ

[PUBLICITY.GE] თბილისი, 5 დეკემბერი, 2009 - 
აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, საქართველოს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი მართავენ მიღებასა და პრესკონფერენციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “მექანიზაციის პროექტის” ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, 7 დეკემბერს, 11:00 სთ-ზე საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში.

“მექანიზაციის პროექტის” ბიუჯეტი 5.1 მლნ. ამერიკული დოლარია. პროექტი მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანა-დანადგარებზე არსებული მწვავე დეფიციტის აღმოფხვრას მცირე ფერმერებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენისთვის აუცილებელი ფინანსური შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

30-თვის განმავლობაში გრანტების, თანადაფინანსების, ბიზნესისა და ექსტენციის ტრეინინგების გამოყენებით “მექანიზაციის პროექტი” 25-30 სამანქანო მომსახურების ცენტრს შექმნის. ისინი დაახლოებით 14 000 მცირე ფერმერს ფასიან სამანქანო მომსახურებას შესთავაზებენ.

“მექანიზაციის პროექტი” აშშ-ის მთავრობის იმ 1 მილიარდიანი დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს აგვისტოს მოვლენების შედეგად გამოეყო. ახალი სამანქანო მომსახურეობის ცენტრების დახმარებით 2 ათასამდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საშუალება ექნება შეღავათიან ფასად მომსახურება მიიღოს 2010 წლის მოსავლის ასაღებად.

აშშ-ის მთავრობა პროექტის განხორციელების შედეგად გეგმავს 250-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ახალი მომსახურების მიწოდებით სერვისცენტრები დაახლოებით
5.8 მლნ. დოლარის შემოსავალს მიიღებენ. დამატებით დამუშავდება მიწის ფართობები, გაიზრდება პროდუქტიულობა და, შესაბამისად, ფერმერთა შემოსავლები.

###

ინფორმაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოში მოღვაწეობოს შესახებ:

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო: გასული 17 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, საქართველოში დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლაის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად, წლიურად 40-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტები გამიზნულია საქართველოს დასახმარებლად და ქვეყნის თავისუფალ და განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ასეთი პროექტებია: ეკონომიკური განვითარების დაჩქარება, დემოკრატრიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვის და განათლების სისტემების გაუმჯობესება. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov
 
 
საკონტაქტო პირი: მარიკა კასრაძე,
საქართველოში FTF-ის პროგრამის დირექტორი,
CNFA
ტელ: (995 32) 98 22 13/14/18
                                                

წაკითხულია: 6645