ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი გრძელდება
15/09/2010


მედია ანონსი

15 სექტემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი
ნანა კვაჭაძე
BIAFF 
marketing@biaff.org
www.biaff.org
858-664 765
893-998272

ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი გრძელდება

[PUBLICITY.GE] თბილისი, 15 სექტემბერი, 2010  -ბათუმის საავტორო კინოს მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის  ფარგლებში 15 სექტემბერს გაიმართება შემდეგი ფილმების ჩვენება:

ბათუმის დრამატული თეატრი:
14: 00 ჰომაიან ასადიანი - "ოქრო და სპილენძი" (ირანი , 2010 წ.)

16:00 რეჰა ერდჰემი - "კოსმოსი" (თურქეთი, 2010წ. )

18 : 30 გია დიასამიძე - "ინსაითი" (საქართველო, 2010წ. ) საკონკურსო ფილმი

„ინსაითი" დოკუმენტური ფილმია ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის და ჯგუფ „ინსაითის" მუსიკალური ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ფილმში გმოყენებულია ბოლო ათი წლის განმავლობაში გადაღებული ვიდეო მასალა და ნაჩვენებია მათი მუსიკალური გზა.
ნინო ქათამაძის გარდა, გია სხვა მუსიკოსების ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ ფილმებზეც მუშაობს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია და დასრულებული არ არის.

22: 00
ლევან კოღუაშვილი - "ქუჩის დღეები"(საქართველო, 2010წ. )

ლევან კოღუაშვილს გარდა „ქუჩის დღეებისა", გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი. „ქუჩის დღეები" მისი პირველი მხატვრული ნამუშევარია.
ფილმზე მუშაობა 2010 წელს დასრულდა და უკვე წარდგენილი იყო რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ბათუმის კინოფესტივალზე იგი არასაკონკურსო ფილმების სექციაში იქნება ნაჩვენები.

სასტუმრო ინტურისტ პალასში მდებარე დარბაზ ბეთლემში კი გრძელდება ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრების საკონკურსო ჩვენება.  
შეგახსნებთ, რომ საავტორო კინოს ბათუმის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი „არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ბათუმის მერია. 
ძირითად პროგრამაში წელს 50-მდე სრულმეტრაჟიანი  მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი, ხოლო ახალგაზრდულ, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში - 30 ფილმი. ფესტივალზე ფილმებით 20-ზე მეტი ქვეყანააწარმოდგენილი.

კინოფესტივალისპ რიზია ოქროს ცხენთევზა. გაიცემა შემდეგი პრიზები: გრანპრი; 
პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის, საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის, საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის. დაჯილდოვდებიან საუკეთესო მამაკაცის და ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლები. ასევე გაიცემა ორი პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის- ქართველი და უცხოელი კინორეჟისორისთვის.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

 

წაკითხულია: 2966