ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გოგონა STEM-ის სიყვარულით და წარმოუდგენელი შესაძლებლობებით
22/11/2021

ნია თათრიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსის გამორჩეული სტუდენტია. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და 100 %-იანი სახელმწიფო გრანტით KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩაირიცხა. ნია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს. საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით იგი ხუთ საუკეთესო ახალგაზრდას შორისაა, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს ეროვნულ გამოცდაზე.  ნია, ასევე არის გასული წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორი“ გამარჯვებული. ამ წარმატებებმა ნიას დამატებითი შესაძლებლობა მისცა, გოგონამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიპოვა სწავლისა და ულტრათანამედროვე კამპუსზე ცხოვრების დაფინანსება, ასევე რექტორის სტიპენდია.


ნიჭიერ გოგონას ბავშვობიდან აინტერესებდა კომპიუტერული ტექნოლოგიები. პირველად სკოლაში შეისწავლა C++ის საფუძვლები, შემდეგ შეიტყო ტექნოლოგიურ ცენტრ „მზიურის“ შესახებ, სადაც უფრო სიღრმისეულად დაიწყო პროგრამირების შესწავლა. სწორედ აქ გადაწყვიტა მომავალი პროფესიის არჩევა. STEM მიმართულებებთან ერთად მას ლაშქრობა, სამაგიდო თამაშები და რთული თავსატეხების ამოხსნაც იზიდავს.


ნიას მიღწევები და შესაძლებლობები მრავალფეროვანია, მის სახელს არაერთი წარმატება უკავშირდება. მიუხედავად მისი ასაკისა, იგი ტექნოლოგიურ ცენტრში ახალგაზრდებს დაპროგრამების ენას - C#-ს ასწავლის.


2020 და 2021 წელს ის გახლდათ MathCamp Summer Program მათემატიკური საზაფხულო ბანაკის მონაწილე. გოგონა მსოფლიოს 150 საუკეთესო  მოსწავლეს შორის მოხვდა, რომლებმაც ამერიკის და კანადის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისა და მაგისტრების ხელმძღვანელობით, მათემატიკაში 5-კვირიანი, ინტენსიური სწავლება გაიარეს. 


ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნია გახდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ფინალისტი (ტოპ 50 მოსწავლე) ინგლისურსა და მათემატიკაში, ხოლო მათემატიკის ოლიმპიადის ტოპ-ათეულის წევრი (2019 და 2021 წლები). იგი მონაწილეობდა European School Summer Exchange 2020-ში.


მცირე ასაკიდან იგი მონაწილეობას სხვადასხვა ტექნოლოგიურ ბანაკსა და კონკურსებში, სადაც ასევე არაერთი ჯილდო და გამარჯვება აქვს მოპოვებული. იგი ასევე  ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ნაციონალური კომიტეტის და სხვადასხვა პროფესიული საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრი და ლიდერი.


KIU-ში ნია უკვე ჩართულია სხვადასხვა პროექტებში და აქტიური სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობს. მიაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არჩევანი საქართველოში სწავლაზე გააკეთა.


KIU-ს შესახებ პირველად „M ვექტორის“ კონკურსში მონაწილეობისას შევიტყვე. ამ ოლიმპიადის სტილმა იმდენად მომხიბლა, რომ მივხვდი, უნივერსიტეტი რომელიც მსგავს რამეს ქმნიდა, საინტერესო სწავლების მეთოდებს შემომთავაზებდა. შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია KIU-ს აკადემიური პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. საბოლოოდ, გადამწყვეტი იყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კეთილგანწყობა სტუდენტების ახალი იდეების მიმართ და შესაძლებლობა, არა მხოლოდ მესწავლა უნივერსიტეტისგან, არამედ მეც შემეტანა წვლილი მისი განვითარების პროცესში“, - აცხადებს სტუდენტი.


ახალგაზრდას სურს, სიღრმისეულად შეისწავლოს კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა და, ხელი შეუწყოს ამ დარგების განვითარებას.


 

წაკითხულია: 114
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია, 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი. უნივერსიტეტის ამოცანაა მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის და ადამიანური კაპიტალის მომზადება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები