მედია ანონსი
10 სექტემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი პრესისთვის
მაია უჩანეიშვილი
საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო'
მობ: 599 26 77 74
www.curatiofoundation.org
დევნილთა ფსიქიკური მდგომარეობა საქართველოში
კვლევის შედეგების პრეზენტაცია
12 სექტემბერს, ხუთშაბათს, 10 საათზე, შერატონ მეტეხი პალასში გამოქვეყნდება დღეისათვის ყველაზე დიდი კვლევის შედეგები, რომელიც ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეისწავლის. მოცემული კვლევა არის პირველი და ყველაზე ფართომასშტაბიანი, რაც ამ თემაზე ჩატარებულა.
კვლევის პროცესში გამოკითხულ იყვნენ 1990-იანი და 2008 წ. კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებული პირები, აგრეთვე ის მოსახლეობა, რომელთაც 2008 წ. აგვისტოს ომის დროს დროებით დატოვეს და შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებს სასაზღვრე სოფლებში. სულ გამოკითხულ იყო 3,600 რესპონდენტი. სპეციალური კითხვარების საშუალებით შეფასდა ისეთი ფსიქიკური აშლილობების არსებობა, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ასევე ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება და ჯანდაცვითი სერვისების მოხმარება.
კვლევა ჩაატარა საერთაშორისო ფონდმა 'კურაციომ' ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლასა და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თანამშრომლობით.
კონფერენციას გახსნიან კვლევის შემსრულებლები, მოწვეული საერთაშორისო ექპერტები და მთავრობის წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე დონორი ორგანიზაციების, საელჩოების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრის წარმომადგენლები.