ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ელდარ პირმისაშვილი PR ანტრეპრენერი
28/04/2022

ელდარ პირმისაშვილი "ფაბლისითი ჯგუფში" დაარსების დღიდან მუშაობს. PR-ისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულების ერთ-ერთი პიონერი საქართველოში, ელდარ პირმისაშვილია, რომელიც ათწლეულზე მეტია რაც ერთგულად ემსახურება ამ დარგს, მუშაობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ბიზნესის მნიშვნელოვან პროექტებზე, მართავს საკუთარ კომპანიებს და ამავდროულად, აქტიურად აზიარებს დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას აკადემიურ-საგანმანათლებლო სივრცეებში.


მიუხედავად იმისა, რომ ელდარს საზოგადოებასთან ურთიერთობა, კომუნიკაციის დამყარება და საქმის ორგანიზება ბავშვობიდან კარგად გამოსდიოდა, ამ უნარების პროფესიად ქცევის სურვილი მას მხოლოდ სკოლის დამამთავრებელ კლასში გაუჩნდა. გადამწყვეტი ფაქტორი კი სემ ბლექის წიგნი − „ყველაფერი PR-ის შესახებ“ აღმოჩნდა, რომელიც ელდარს შემთხვევით ჩაუვარდა ხელში, თუმცა იმდენად მოიხიბლა ამ მიმართულებით, რომ გადაწყვიტა უმაღლესი განათლება PR-ის კუთხით მიეღო და 27 წლის ასაკში, იგი უკვე სოციალურ მეცნიერებათა (საზოგადოებრივი ურთიერთობები) დოქტორიც გახდა.


დღესდღეობით, ელდარ პირმისაშვილი სამი უნივერსიტეტის ლექტორი, რამდენიმე ღია ლექციის, ცხრა სამეცნიერო სტატიის და წიგნის − „10 ნაბიჯი PR-გეგმის შესადგენად“ ავტორი გახლავთ.

წაკითხულია: 4427