ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კობა გრძელიშვილი, საჩხერის დებატკლუბის ხელმძღვანელი
22/03/2022

ამერიკაში განათლების მიღებისა და ევროპაში პროფესიული საქმიანობის შემდეგ, მშობლიურ საჩხერეში დაბრუნდა და ენების შესასწავლი ცენტრი დააარსა. მან, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, შექმნა დებატების კლუბი.

მისი ინიციატივით, ყოველკვირეული შეხვედრების გარდა, კლუბის წევრები საჩხერის დანარჩენი ორი კლუბის მოსწავლეებსაც ხვდებიან სასწავლო მეცადინეობისა თუ დებატის მიზნით, კლუბის წევრების სოფელში, სპორტულ მოედანზე ფრიზბის თამაშობენ, მომავალში კი ტბის პირას საჯარო დებატს აპირებენ ეკოლოგიური საკითხების ირგვლივ.

გასულ სასწავლო წელს, კლუბის ოთხმა გუნდმა მიიღო რეგიონულ ტურნირში მონაწილეობა, ხოლო ეროვნულში - ერთმა. კლუბის ერთი მოსწავლე საუკეთესო მომხსენებლების სიაში მოხვდა.

მიმდინარე სასწავლო წელს, პარალელურად რუსულენოვანი კლუბიც წამოიწყო უმცროსი ასაკის მოსწავლეებისათვის და მომავალი წლიდან კი ინგლისურენოვანი კლუბის წამოწყებასაც გეგმავს.

წაკითხულია: 3736