ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კონფერენცია თემაზე “საწარმოთა რესტრუქტურიზაცია სოციალური
30/04/2007

ა ნ ო ნ ს ი  მ ე დ ი ი ს თ ვ ი ს
 
კონფერენცია თემაზე “საწარმოთა რესტრუქტურიზაცია სოციალური
პასუხისმგებლობით”

დაუყოვნებელი გავრცელებისთვის

30 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საინფორმაციო ბიზნეს ცენტრში, გაიმართება კონფერენცია თემაზე “საწარმოთა რესტრუქტურიზაცია სოციალური პასუხისმგებლობით”.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომელიც ამ შეხვედრის ერთ ერთი მთავარი ორგანიზატორია თავისი გამოცდილებით ეხმარება საწარმოებს რესტრუქტურიზაციის რთული პროცესის შესრულებაში. შსო-ს ძირითადი მიზანია დაეხმაროს და აღჭურვოს დამსაქმებლები/ხელმძღვანელები კონცეპტუალური იდეებითა და პრაქტიკული ინსტრუმენტებით რათა მათ სათანადო დონეზე განახორციელონ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საწარმოების რესტრუქტურიზაცია. შსო-ს მიდგომა ამ საკითხისადმი მდგომარეობს იმაში, რომ საწარმოს ტრანსფორმაცია განხორციელდეს სოციალური ღირებულებების, კულტურის, ადამიანთა და კომპანიის ინტელექტუალური კაპიტალის განადგურების გარეშე. განსაკუთრებული ყურადღება რესტრუქტურიზაციის პროცესში ეთმობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სოციალურად დაუცველ ფენებზე ზრუნვას.

საქმიანი შეხვედრა მიმართულია შსო-ს დახმარებით, ქართული მხარის მიერ რესტრუქტურიზაციის კნოწ-ჰოწ ათვისებისკენ. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ შსო-ს ძირითად კონცეპტუალურ მიდგომებს, შეისწავლონ ცნობილ საწარმოთა რესტრუქტურიზაციის მაგალითები, განიხილონ საწარმოებში რესტრუქტურიზაციის წარმართვის ეტაპები და მათი მნიშვნელობა, როგორც თავად ორგანიზაციისთვის ასევე ქვეყნის ეკონომიკისათვის. 

შეხვედრას დაესწრება განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლები, საელჩოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კომპანიები.

ღონისძიებას წარუძღვებიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიქტორ ბეზნოსიკოვი (ILO, Turin, Italy) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (სდა) პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. კონფერენციი  ხანგრძლივობაა 3 დღე, 30 აპრილი - 2 მაისი.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო).

###

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
საკონტაქტო ინფორმაცია:  საკონსულტაციო ჯგუფი „ჯეპრა“ -  თიკო მაკარიძე
ტელ: 99-94-92; 98-83-44
მობ: 8 99 42-98-40
tiko@gepra.ge

წაკითხულია: 8355