ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კოსმიური მუზა, უშრეტი ხალისი, სილაღე, ბევრი ფერი და ძლიერი ენერგია
04/04/2022


კოსმიური მუზა, უშრეტი ხალისი, სილაღე, ბევრი ფერი და ძლიერი ენერგია - ეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის, ნინას ხასიათის მთავარი შტრიხებია. ნინა ,,ფაბლისითი ჯგუფშიგრაფიკულ დიზაინერად და ღონისძიებების ორგანიზატორად უკვე რამდენიმე წელია, რაც მუშაობს. იგი გრაფიკული დიზაინის სფეროში საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე გვესაუბრება და რჩევებსაც გვიზიარებს:


,,გრაფიკული დიზაინით სკოლის პერიოდში დავინტერესდი, როდესაც ჩემით დავიწყე ფოტოშოპის შესწავლა, მას მერე კი ინტერესი უფრო და უფრო გამიღვივდა. ზოგადად, ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა და ვიცოდი, რომ ყოველთვის ეს მიმართულება იყო ჩემი.


პირველი ნაბიჯები სტუდენტობისას გადავდგი. დავიწყე აქტიური ხატვა, ფერწერა და ამავდროულად, პროგრამების უფრო სიღრმისეულად შესწავლა. რა თქმა უნდა, მქონდა გარკვეული შიში, რამდენად კარგად გამომივიდოდა ეს საქმე. როდესაც დიზაინს ქმნი, ყველაზე მნიშვნელოვანი მისია აუდიტორიამდე სათქმელის სწორად მიტანაა - არ აქვს მნიშვნელობა ეს ფერწერული ნამუშევარი იქნება, თუ პროგრამაში შექმნილი საინფორმაციო ბანერი.


დამწყებ დიზაინერებს აუცილებლად ვურჩევდი გამოიჩინონ სითამამე, ყოველთვის თვალი ადევნონ თანამედროვე ტრენდებს, სხვის ნამუშევრებს, ხშირად აკეთონ ჩანახატები და ხატონ საღებავებით, რადგან ეს ავითარებს ხედვას, რაც საბოლოოდ უკეთეს შედეგს იძლევა.


წაკითხულია: 3894