ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ოსური წარმომავლობის ქართველი სტუდენტი, რომელმაც პროფესია მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირა
26/01/2022

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ელიაური გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მორიგი სტიპენდიანტია. იგი საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და სიბეჯით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მასწავლებლობა - ეს ის პროფესიაა, რომლის სწავლაც ნამდვილად ღირს.


პედაგოგობისადმი ინტერესი გიორგის ბავშვობიდანვე გაუჩნდა. პატარაობაშიც კი მისი საყვარელი თამაში სწორედ ,,მასწავლებლობანა“ იყო. ყოველთვის უყვარდა, როდესაც თავის ძმას და მეზობელ ბავშვებს სახალისო გაკვეთილებს უტარებდა, თუმცა სტერეოტიპულმა ხედვამ, რომ მასწავლებლობა კაცების საქმე არაა და რჩევებმა, რომ ეს ძალიან დაუფასებელი პროფესიაა, გიორგიზე დიდი გავლენა მოახდინეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას საბოლოო არჩევანის მიღება გაუჭირდა. იმის გაცნობიერებამ, რომ არცერთ სხვა პროფესიასთან მას ისეთი ძლიერი კავშირი ვერ ექნებოდა, როგორც მასწავლებლობასთან, აბიტურიენტი ბიჭის ცხოვრება კვლავ პედაგოგობას დაუკავშირა. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებამ კი ის დაარწმუნა, რომ ამ არჩევანს არც არასოდეს ინანებდა.


გიორგი ეთნიკურად ოსია. იგი ცხინვალის რაიონის სოფელი ვილდადანაა, თუმცა 2008 წლიდან მოყოლებული გორში ცხოვრობს. გიორგი ცდილობს, ოსური ენა სხვებსაც ასწავლოს, რისთვისაც ოსური ენის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. პარალელურად კი ჟურნალისტობასაც ითავსებს:


,,2008 წელს დედამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგვეტოვებინა მშობლიური სოფელი ვილდა და წამოვსულიყავით. ბევრმა რთულმა წელმა განვლო მას შემდეგ, უცხო მხარეში; თუმცა აი, მე აქ ვარ. ვარ სტუდენტი, პარალელურად ვმუშაობ ჟურნალისტად - ვიღებთ ოსურენოვან რეპორტაჟებს შიდა ქართლში მცხოვრები ეთნიკურად ოსი მოსახლეობის შესახებ, რაც ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია, რადგან საქართველოში საჯაროდ ისმის ოსური საუბარი. ასევე, სრულიად უსასყიდლოდ ვასწავლი ოსურ ენასაც მიუხედავად იმისა, რომ ოსურ სკოლაში არ მისწავლია“.


წარმატებული სტუდენტი თავისუფალ დროსაც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობითაა დაკავებული: წერს მოთხრობებს, ლექსებს, ჩანახატებს; თარგმნის ქართველი მკითხველისთვის უცნობ ოსურ ლიტერატურულ ნაწარმოებებს; ასევე, ძალიან უყვარს კითხვა, მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება. მისი საყვარელი ფრაზაა:  ,,არცერთი დღე მეცადინეობის გარეშე“, რომელიც რომაული გამონათქვამიდან - ,,Nulla dies sine linea“ იღებს სათავეს და გიორგიც ცდილობს, ეს ფრაზა თავის ცხოვრებას მოარგოს.


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტობამ გიორგი კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ მასწავლებლობა საქართველოში დაფასებულია. ამან კი სტიპენდიანტი პედაგოგობისკენ მიმავალ გზაზე მეტი შემართებით, იმედითა და მოტივაციით აავსო, რაც მისთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა მომავალი მასწავლებლებისთვის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივითა და 6 პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან პარტნიორობით ხორციელდება. პროგრამა ყოველ სემესტრში სტიპენდიას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 60 სტუდენტისათვის გამოყოფს.


 

წაკითხულია: 8694
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge