ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პროფესიაზე შეყვარებული გოგონა ზუგდიდის რაიონიდან
20/10/2021

სალომე ქაჯაია მომავალი პედაგოგია. ახალგაზრდა გოგონა ზუგდიდის რაიონ სოფ. ნარაზენიდანაა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ მეცნიერების და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული სტუდენტია.


მას მოზარდობის ასაკშივე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მასწავლებელი გამხდარიყო და საკუთარი თავი მომავალი თაობების აღზრდისთვის მიეძღვნა. როგორც ყველა ბავშვი ხშირად წარმოედგინა თავი მასწავლებლის ადგილას და პროფესიის არჩევას საკუთარ პედაგოგს უკავშირებს, რომელიც გოგონასთვის ინსპირაცია და მოტივატორიც კი გახდა.


„სკოლის კედლებში გადადგმული პირველივე ნაბიჯებიდან ჩემთვის მამოტივრებელ ძალად იქცა, ჩემი პირველი მასწავლებელი. მისი მეთოდები, ჩვენთან ურთიერთობა, თითოეული დეტალი, რაც მას უკავშირდება, ღრმად დაილექა ჩემს ქვეცნობიერში და შემდგომში უკვე უდიდესი გავლენა იქონია, ჩემი ცხოვრების პროფესიის არჩევაში. როდესაც აბიტურიენტი ვიყავი ბევრი არც მიფიქრია რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი, ყოველთვის მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მე უნდა გავმხდარიყავი მასწავლებელი და მეზრუნა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაზე“,- ამბობს მომავალი მასწავლებელი.


სალომე ქაჯაია დღეს აქტიური სტუდენტია. პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ხელი არ შეუშლია, რომ სხვადასხვა პროექტში ჩართულიყო. იგი მუდმივად ცდილობს განვითარებისა და საგანმანათლებლო პროექტებშიც იღებს მონაწილეობას.  2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ზსსუ და ბილფილდის უნივერსიტეტის სოციალური მუშაკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა „კოგნიტური ქცევითი თერაპია“ სასწავლო კურსში. ასევე ჩაერთო USAID საბაზისო განათლების პროგრამის პრაქტიკის კვლევაში. მისი ინიციატივით არაერთი თემატური პროექტი ხორციელდება უნივერსიტეტში.


სწავლის პარალელურად ცდილობს სოციალური აქტივობების მონაწილეც იყოს და თავისუფალ დროს ისევ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და ზრდას ახმარს. გოგონას ბეჯითი სწავლისა და შრომის შედეგია ისიც, რომ მიმდინარე სემესტრში იგი რჩეულთა შორის მოხვდა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიაც მოიპოვა.


„მე გავიაზრე ჩემი წილი პასუხისმგებლობა , მასწავლებლობისკენ მიმავალ გზაზე. ვაცნობიერებ, რომ მასწავლებლის შრომა რთულია, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნოა მასწავლებლისთვის მოსწავლეებში მისი შრომის ნაყოფის დანახვა. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტობა დიდი მოტივაციაა მიზნის მისაღწევად. სასიამოვნოა, როდესაც პროფესია რომელსაც ეუფლები ამდენად დაფასებულია კერძო ფონდის მიერ“, - ამბობს სტიპენდიანტი.


მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფოდნმა გასულ წელს საკუთარი ინიციატივით წამოიწყო და წელს უკვე ექვს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება აღნიშნული პროექტი. ჯამში მიმდინარე სემესტრიდან  60 მაღალი მოსწრების სტუდენტი, რომელიც პედაგოგის პროფესიას ეუფლება,  მიიღებს ფონდის მიერ დაწესებულ სტიპენდიას.

წაკითხულია: 768
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge