ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/02/2022
აპლიკაცია Yandex Go საქართველოში პანდემიის დროს მძღოლების დახმარების კოვიდ 19-ის ფონდის მუშაობას ახანგრძლივებს

აპლიკაცია Yandex Go-მ საქართველოში სერვისს პარტნიორებისა და მათი მძღოლების ფინანსური დახმარების „კოვიდ 19-ის" ფონდის მუშაობა 2022 წლისთვის გაახანგრძლივა. .„კოვიდ 19-ის" ფონდიდან დახმარების მიღება შეუძლიათ აპლიკაცია Yandex Go-ს მძღოლებს რომლებიც დაავადდნენ კორონავირუსით ან იმყოფებიან კარანტინში დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის გამო.

„სამწუხაროდ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. ამავდროულად, ყოველდღე აპლიკაცია Yandex Go-ს პარტნიორების მძღოლები აგრძელებენ ადამიანების გადაყვანას სხვადასხვა მიმართულებებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ რთულ პერიოდში მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია", - აცხადებენ კომპანიაში.

ფინანსური დახმარების პროგრამა ვრცელდება ყველაზე, ვინც რეგულარულად მუშაობს სერვისთან და ასრულებს შეკვეთებს დღეში მინიმუმ ორი საათის განმავლობაში. მძღოლი უნდა დაუკავშირდეს Yandex Go-ს მხარდაჭერის სერვისს მათი მძღოლის აპლიკაციის საშუალებით, მიუთითოს რა მოხდა და გააგზავნოს კორონავირუსის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტო.


ფონდი 2020 წლის გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში შეიქმნა. მხარდაჭერის პროგრამა მოქმედებს რვა ქვეყანაში. ფონდის ჯამური მოცულობა 6 მილიონ დოლარზე მეტია.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1676

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები