ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
16/04/2024
ბლაუენშტაინ ედუმ, რომელიც მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამებს ნერგავს, კერძო სექტორის პარტნიორებს უმასპინძლა

შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, „ბლაუენშტაინ ედუს" წარმომადგენლებმა პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, გარდა ამისა, პარტნიორებს გაუზიარეს ინფორმაცია პროფესიული პროგრამის დიზაინსა და მიზნების შესახებ.

„მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების სასწავლო პროგრამის შემუშავებაში შვეიცარიელი ექსპერტები არიან ჩართულნი. თუმცა, ამის პარალელურად, გვსურს, ჩვენი პარტნიორები კერძო სექტორიდან უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროგრამის მიმდინარეობის პროცესში და ჰქონდეთ სრული ინფორმაცია სახელმძღვანელოების მომზადების, პედაგოგიური უნარების ტრენინგებსა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანი იყო ჩვენი პარტნიორების საჭიროებების გამოკვეთა და პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება", - განმარტავენ „ბლაუენშტაინ ედუში".


ღონისძიება დისკუსიის ფორმატში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომდგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ გრძელვადიან პროგრამებშიც გათვალისწინებული იყოს ფერმერული მეურნეობის მართვის საკითხები, რომელიც დაინტერესებულ თვითდასაქმებულ ფერმერებს, პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, შესაბამისი ინსტრუმენტების ათვისების შესაძლებლობას მისცემს.


შეხვედრაში მონაწილე პარტნიორ ორგანიზაციებს შორის იყვნენ კომპანიების „აგრომაქს ბიფის", „ყვარლის ბაგას", „აგროგრეინის", „აგროდუოს" წარმომადგენლები, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციების „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის", ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და „ბლაუენშტაინის" წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ „ბლაუენშტაინ ედუ", კოლეჯ „ერქვანის" ბაზაზე, USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან", თანამშრომლობის ფარგლებში მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამებს ნერგავს.


პროგრამის მიზანია საქართველოში მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების თანამედროვე სასწავლო კურსების და ღირებული დასაქმების შესაძლებლობის შექმნა. ასევე, მეცხოველეობის სფეროში მოხდეს ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.


პროექტის ფარგლებში განხორციელდება ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სწავლების პირველი ეტაპი კი დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში, 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია 270-მდე სპეციალისტის მომზადება-გადამზადდება, ავტორიზებული პროფესიული პროგრამები და სახელმძღვანელოები შვეიცარიელი (School of Agricultural, Forest and Food Sciences (HAFL) და Schweizer Fleisch-Fachverband (SFF)) ექსპერტების ჩართულობით მომზადდება.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 239