ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/11/2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ავსტრიის დედაქალ ვენაში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ავსტრიის სოფლის მეურნეობის ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალური მინისტრის მოადგილე მარია პატეკთან. მხარეებმა ავსტრიის ფედერალური ტყეების ბიზნესმოდელზე, კატასტროფების რისკების ინტეგრირებულ მართვასა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ აღნიშნა, ტყეების მდგრადი მართვის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის, ისე კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილების პროცესში. შესაბამისად, მთავარი ამოცანაა ქვეყანაში არსებული ტყეები იმართებოდეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
„ავსტრია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. სამინისტროს მრავალი წელია მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADC), რომლისთვისაც საქართველოს სოფლის და სატყეო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებებია. აღნიშნული სააგენტოს დაფინანსებით, არაერთი პროექტი განხორციელდა და სამომავლოდაც არის დაგეგმილი", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.
მარია პატეკმა ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„ტყეების მდგრადი გამოყენება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის. ამ კუთხით, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია", - აღნიშნა ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალური მინისტრის მოადგილემ მარია პატეკმა.
შეხვედრას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები ავსტრიის ბუნებრივი რესურსებისა და ცოცხალი სამყაროს მეცნიერებათა უნივერსიტეტის (BOKU), ტყის კვლევების ფედერალური ცენტრის (BFW), ბუნებრივი საფრთხეების ინსტიტუტის და კარავანკენის გეოლოგიური პარკის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ავსტრიაში ვიზიტი პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის" ფარგლებში დაიგეგმა. პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2234