ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
10/05/2022
იმისთვის, რომ დათის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქროს საჭიროა ნახევარი მილიონი დოლარი

შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაზარალებული დათი ქოქრაშვილის მდგომარეობა, ისევ უკიდურესად მძიმეა. დღეის მდგომარეობით, დათის ისრაელში კლინიკა ,,SHEBA HOSPITAL"- ში 7 ოპერაცია ჩაუტარდა. ისრაელში გადაყვანამდე ის საქართველოში „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში" მკურნალობდა და სხვა ოპერაციებთან ერთად ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა. დათის ჭრილობიდან ისრაელში ჩასვლის თანავე ამოითესა იშვიათი ფორმის სოკო, რომელიც იწვევს ქსოვილების დანეკროზებას, რაც საჭიროებს რამოდენიმე დღეში ერთხელ ქსოვილების მექანიკურ მოცილებას.

დათის სასწრაფოდ ესაჭიროება რთული ოპერაცია, რომლის ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარია. აღნიშნული თანხა არ მოიცავს ინპლანტს და გამიზნულია, მხოლოდ მისი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად და აღსადგენად.


,,დღევანდელი მდგომარეობით ექიმები ვერაფერს გვპირდებიან. იმისთვის, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და დათის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქროს დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი იქნება საჭირო. ამ თანხაში არ შედის იმპლანტის საფასური. იგი მთლიანად დათის სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო. მისი ტანის დაახლოებით 70% არის ღია ჭრილობა, შეიძლება ორგანოების დანახვა, დათი ძალიან დიდ ტკივილებს განიცდის. ექიმები ფიქრობენ, რომ მისი ოპერაციები ძალიან რთული იქნება და ასევე, საკმაოდ რთული იქნება ჭრილობების დახურვა, რადგან არ იციან ასეთი ჭრილობები როგორ დახურონ." - ამბობს დათის მამა, ირაკლი ქოქრაშვილი.


მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 151