ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
01/10/2022
ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის დაჯილდოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციების საზაფხულო სკოლის დასკვნითი ღონისძიება  და გამარჯვებული პროექტის/გუნდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საზაფხულო სკოლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით განხორციელდა.

საზაფხულო სკოლაში KIU-ს 50 სტუდენტი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე 10-ზე მეტი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, ჟიურიმ გამარჯვებული  გუნდი და პროექტის ავტორი გამოავლინა. საუკეთესო  სტუდენტურ სტარტაპ პროექტად ,,ფროგო“ დასახელდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს დავით პეტრიაშვილსა და გიორგი ცინცაძეს პროექტის განხორციელებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 5 000 ლარი გადასცა.


 


ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა უკვე მეორე წელია რაც KIU-ში იმართება და ჯამში, ორი წლის განმავლობაში 150-მდე ახალგაზრდა ჩაერთო მასში. წელს ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაევლოთ სტარტაპების შენების კურსი ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით. კურსის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებში ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების გაღვივება და განვითარება, ახალგაზრდებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე, ასევე საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ-ეკოსისტემაში KIU-ს ჩართვა.


 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მუშაობს სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე. პარტნიორობის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 315