ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/04/2021
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ცენტრის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა მოაწერეს. თანამშრომლობის შედეგად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსს გაივლიან.

სასწავლო კურსი სამკვირიანია და პროექტის განხორციელებით, მსჯავრდებულები საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ მიიღებენ. რეგიონული ტექნოპარკებისა და ინოვაციების ცენტრების პერსონალის ჩართულობით გაიმართება ონლაინ შეხვედრები და პირველ ეტაპზე გადამზადდება 15 მსჯავრდებული CorelDraw-სა და 3D დიზაინში.


მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ მიზანია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და დასაქმება. მსგავსი ინიციატივები და აქტივობები კი მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ მათ დასაქმებას.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 696