ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/10/2021
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ინოვაციების კონკურსის ფინალი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების კურსის ფინალი.


2021 წლის 18 ოქტომბერს, 13 საათზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით უმასპინძლებს ინოვაციების კურსის ფინალურ ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროექტების წარდგენა და საუკეთესო გუნდების დაჯილდეობა.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით.


2021 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, მემორანდუმის ფარგლებში, KIU - ს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაევლოთ GITA - ს სტარტაპის ნიკოლოზ გოგოჭურის ხელმძღვანელობით ჩატარებული სასწავლო კურსი ინოვაციების მიმართულებით, რომლის მიზანი იყო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, „იდეაციის" და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები; მოახდინოს სტუდენტებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე; მოხდეს KIU-ს ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ-ეკოსისტემაში; KIU-ს სტუდენტებს შორის უფრო მყარი კავშირების გაჩენა და პროექტებზე მუშაობის შედეგად, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის გაზრდა.


კურსში ჯამში 30-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე, 18 ოქტომბერს, კურსის მონაწილე სტუდენტები წარადგენენ პროექტებს, რომელიც კურსის ფარგლებში შეიმუშავეს. მოხდება სტუდენტების პროექტების და იდეების „პიჩინგი" ჟიურის წინაშე.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 189