ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/05/2022
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების კონკურსის ფარგლებში მოსწავლეების გადამზადებას განაგრძობს

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!" ფარგლებში 55-ე სკოლის მოსწავლეები გადაამზადა. ტრენინგს IX და X კლასის 35 მოსწავლე დაესწრო. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმების შესახებ. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებს საკონკურსო ნამუშევრების მომზადებაში დაეხმარება.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!", რომლის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, უკვე მეშვიდედ გამოაცხადა. IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი მეხუთედ მიმდინარეობს. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და დაადგინონ რეალური ფაქტები.


 


 

მოსწავლეებს ნამუშევრების წარდგენა 30 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 13 Pro-ს, მეორე ადგილის მფლობელი - HP Pavilion-ს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მოსწავლე iPad 10.2-ს მიიღებს.

კომუნიკაციების კომისია


საზოგადოებასთან
ურთიერთიერთობის
სამსახური


+995 599 564 220


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 135

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები