ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/06/2022
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გპფ რეგიონალურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აგრძელებს

გა­სულ კვი­რას, გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, ფონ­დი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ათი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის­თვის, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი­ან, სპე­ცი­ა­ლურ წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ სტი­პენ­დი­ებს გა­მო­ყოფს.

მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გის სტუ­დენ­ტუ­რი სტი­პენ­დი­ე­ბის პროგ­რა­მა ფონდმა პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვით ორი­ო­დე წლის წინ და­ი­წყო და ამ ინ­ვეს­ტი­რე­ბით მიზ­ნად ისა­ხავს მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.


სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მის - „მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გი“ - ფარ­გლებ­ში ფონდს 60-მდე სტი­პენ­დი­ან­ტი ჰყავს 6 სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში: გო­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სახ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ზუგ­დი­დის შოთა მეს­ხი­ას სახ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თე­ლა­ვის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლი­დან სტი­პენ­დი­ან­ტთა გუნდს აწსუ-ს ათი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი შე­ე­მა­ტე­ბა.

სტი­პენ­დი­ა­ტე­ბი, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ფონ­დის ხელ­შე­წყო­ბით, ასე­ვე, გპფ-ს გრან­ტი­ო­რე­ბი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, აქ­ტი­უ­რად ატა­რე­ბენ და ერ­თვე­ბი­ან სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-შე­მეც­ნე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და ვორ­ქშო­პებ­ში, რო­გორც სა­კუ­თარ, ასე­ვე, სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტი­პენ­დი­ან­ტებ­თან ერ­თობ­ლი­ვად. ამ ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ უკვე და­ფუძნ­და სტუ­დენ­ტუ­რი კლუ­ბი. მისი წევ­რე­ბი მარ­თა­ვენ სტუ­დენ­ტურ კვი­რე­უ­ლებს, სე­მი­ნა­რებს, შეხ­ვედ­რებს, ცვლი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. მსგავ­სი ტი­პის კო­ლა­ბო­რა­ცია უკვე შემ­დგარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან და თა­ნა­ტო­ლებ­თან, ქმნის ერ­თგვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის პლატ­ფორ­მას; ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ებ­თან სინ­თეზ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი სტი­პენ­დი­ა­ტებს უკეთ სწავ­ლის, ხოლო მათ თა­ნა­ტო­ლებს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს.

პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ:


ფონ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი „მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გი“ წა­ხა­ლი­სე­ბის სას­ტი­პენ­დიო პრო­ექ­ტია. იგი 2020 წლი­დან პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და თითო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლი­დან 10 წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენტს აერ­თი­ა­ნებს. მისი მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ჩი­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს და პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში შექ­მნას მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სტი­პენ­დი­ის თვი­უ­რი ოდე­ნო­ბა შე­ად­გენს 150 ₾-ს. მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის სტი­პენ­დი­ან­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვად არ­ჩე­ვენ.


ფონ­დის შე­სა­ხებ:


გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი 2017 წელს შე­იქ­მნა და მისი მი­სი­აა ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. იგი მიზ­ნად ისა­ხავს გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თო ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას. სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­თა და გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით "გპფ“ მო­წო­დე­ბუ­ლია, შე­იქ­მნას სა­ჯა­რო და კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მხარ­და­სა­ჭე­რად. ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფონ­დის მიერ და­ფი­ნანსდა 25-ზე მეტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი. "გპფ-ს“ ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში თით­ქმის 3.5 მლნ. ლარს შე­ად­გენს.


ფონ­დის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის თა­ნა­დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი - სა­ქარ­თვე­ლო, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი, USAID, UNDP, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი, Konrad Adenauer Stiftung, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გო­რის, ზუგ­დი­დის, თე­ლა­ვის, ახალ­ცი­ხის, სო­ხუ­მის, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 124