ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/01/2024
მიხეილ ლომთაძის kaspi-ს წარმატებული IPO აშშ-ს ბირჟაზე - კომპანიის კაპიტალიზაცია 18 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

აზახეთისა და ბრიტანეთის შემდეგ, kaspi.kz-ს აქციები უკვე ამერიკის საფონდო ბირჟაზეც იყიდება. ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს ტექნოლოგიურ ბირჟაზე, NASDAQ-ზე აქციების პირველადი განთავსებისას (IPO) ყაზახურმა ფინტექ-კომპანიამ დაანონსებულზე მეტი აქცია გაყიდა და 1,04 მლრდ დოლარი მოიზიდა. კერძოდ, მანამდე საუბარი იყო, რომ ყაზახური კომპანია აშშ-ს ბირჟაზე 9 მლნ აქციას გაყიდდა და 873 მლნ დოლარის შემოსავალს მიიღებდა. თუმცა პირველივე ჯერზე კომპანიამ 11,3 მლნ აქცია გაყიდა, ერთეული 92 დოლარად და შემოსავალმა 1,04 მლრდ დოლარი შეადგინა.

ტრანზაქცია განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორების სქემით, როდესაც გამყიდველები კომპანიის აქციონერები არიან და ისინიც იღებენ შეგროვებულ სახსრებს. ტრანზაქციის აქციები შესთავაზეს Kaspi.kz-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ კიმმა, მისმა გენერალურმა დირექტორმა მიხაილ ლომთაძემ და Asia Equity Partners-მა, რომელსაც Baring Vostok აკონტროლებს.


დღეის მდგომარეობით, Kaspi.kz-ს 23%-ს ფლობს დიაჩესლავ კიმი, მიხეილ ლომთაძე კი - 25%-ს. კიდევ 28% მოდის Baring Vostok-ის ფონდებში, ხოლო 21% არის თავისუფალ მიმოქცევაში.


ამერიკის ტექნოლოგიურ ბირჟაზე IPO-ს განხორციელების შემდეგ kaspi.kz-ს საბაზრო ღირებულებამ 17,95 მლრდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირი კომპანია 2021 წლის 29 ოქტომბერს ღირდა, როდესაც მისი საბაზრო ღირებულება 27,24 მლრდ დოლარს შეადგენდა.


შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის 16 ოქტომბრიდან ივაჭრება. IPO-ს დღეს კომპანიის ერთი აქცია 42,25 დოლარი ღირდა. ბირჟაზე დალისტვიდან ერთ წელიწადში კი, კომპანიის აქციების ღირებულებამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია - 2021 წლის 29 ოქტომბერს ერთი აქციის ფასი 145 დოლარი იყო. მაგრამ მოგვიანებით, ფასი მკვეთრად შემცირდა. კომპანიის აქციაზე ყველაზე დაბალი ფასი - 38,35 დოლარი 2022 წლის 3 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე kaspi.kz-ს აქციებმა ზრდა დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, ფინტექ-კომპანიის ერთი აქცია 97,10 დოლარს ღირს.


ამ დროისთვის kaspi.kz-ს საბაზრო ღირებულება 17.95 მლრდ დოლარს შეადგენს. ზუსტად ერთი წლის წინ კი Kaspi 14 მლრდ დოლარამდე ღირდა.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 963