ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
13/09/2021
მცხეთის ნაწილს 14 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 14 სექტემბრის დილის 09:00 საათიდან 15 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე მცხეთის მუნიციპალიტეტში კერძოდ, წილკანს, ფრეზითის დევნილთა დასახლებას, ახალდაბას, ახალუბანს, ერედასა და კასპს გაზმომარაგება შეუწყდება

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, სხვა ლიცენზიანტის მიერ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 15 სექტემბრის 10:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 76