ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/09/2021
პარტიამ „ელენე ხოშტარია-დროა“ ცესკოში ე.წ. „სისხლიანი ბანერების“ შესახებ საჩივარი შეიტანა

დღეს, ცესკოს წინ, პარტია „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ იურისტებთან,  გიგა ლემონჯავასა და ქეთი ბარბაქაძესთან ერთად, ე.წ „სისხლიანი ბანერების“ შესახებ ბრიფინგი გამართა.


 

მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის „ელენე ხოშტარია - დროა“ სახელით, საჩივარი შეიტანეს. საჩივარი ეხება სააგიტაციო ბანერებს, რომლებიც თბილისის ქუჩებშია განთავსებული და ემსახურება საზოგადოებაში სიძულვილისა და შუღლის გაღვივებას.


საჩივარში წერია, რომ ბანერების განთავსებით ირღვევა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სააგიტაციო მასალებზე სავალდებულო ინფორმაციის დატანას დამკვეთის, შემსრულებლის და ტირაჟის შესახებ. ვინაიდან, ბანერები თავისი შინაარსით სააგიტაციო მასალას წარმოადგენს, ისინი განთავსდა საარჩევნო კოდექსის დარღვევით.


მიუხედავად იმისა, რომ ამ ბანერების დამკვეთი არ წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტს, ის არის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილე პირი და, შესაბამისად, მოეთხოვება ზემოთაღნიშნული კანონის მიხედვით მოქმედება.


„დროა“ მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაადგინოს დარღვევა და დაევალოს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს ბანერების ჩამოხსნა.


აგრეთვე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, დადგინდეს ბანერების განთავსებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების წარმომავლობა, რის შესახებაც პარტია “ელენე ხოშტარია-დროა” დამატებითი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.



თამარ ღვინიანიძე
პარტიაელენე ხოშტარია - დროას
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
Mobile: 599367070
E-mail:
tamarghvinianidze@gmail.com 


 


 


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1077